CLOTHESIO: მინიმალიზმის ახალი ინტერპრეტაცია
Clothesio ქართული მოდის ბაზარზე ახალი ბრენდია, რომლის მიზანიც არის მინიმალიზმი, კომფორტი და ელეგანტურობა ერთ სამოსში გააერთიანოს.
ენტონი ვაკარელო კვლავ ყურადღების ცენტრშია, დიზაინერმა Saint Laurent-ის Resort კოლექცია წარადგინა. კოლექციის კონცეფცია ორი განსხვავებული მიმართულების დაპირისპირებაზეა აგებული. ერთ მხარეს ფერადი სპორტული ტანსაცმელია, მეორე მხარეს კი აბრეშუმისა და მაქმანისგან შექმნილი თხელი, დახვეწილი სილუეტები.

კოლექციის სპორტული მიმართულება მოიცავს თხელი ხელოვნური ქსოვილის ზედებს და ინტენსიურ ფერებშია წარმოდგენილი: ბროწეულისფერში, იასამნისფერში, ღია ჩალისფერში, მუქ მწვანესა და ყვითელ ტონებში.
![]() |
![]() |
ანტონი ვაკარელო შეუხამებელს უხამებეს. სპორტული ზედა აბრეშუმის მაქანებიან შორტთან – წარმოუდგენელი შესაძლებელია. საცურაო კოსტუმები კი მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან, რაც მასიურ სათვალეებთან ერთად სრულფასოვან ლუქად იქცევა.

მცირე დეტალები დამატებით განსაზღვრავს კოლექციის საერთო ხასიათს: ალუბლის ფორმის საყურეები, მონოქრომული ფეხსაცმელი და ლაკირებული ქვედაბოლოები.


Saint Laurent-ისთვის დამახასიათებელ ელემენტებს ამ კოლექციაშიც ვიხილავთ. დიდი ბაფთიანი ბლუზები კვლავ ჩნდება, მაგრამ განსხვავებული ფორმითა და ქსოვილით. აბრეშუმის კაბები კი ოთხმოცდაათიანების განწყობას ატარებს.

და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ცენტრშია მატილდა გვარლიანი, რომელიც სულ უფრო ხშირად ჩნდება სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო კამპანიებსა თუ ჩვენებებში.

საინტერესოა ვაკარელოს დამოკიდებულება ბრენდის მემკვიდრეობასთან. ის ინარჩუნებს Saint Laurent-ის ძირეულ კოდებს, თუმცა თითოეულ სეზონზე ახალ ინტერპრეტაციას სძენს. შედეგად, მისი კოლექციები ერთდროულად რაღაც ახალი და განსხვავებულია, თან სენ ლორანის არქივის ოდნავ მივიწყებული ნივთებს თანამედროვე ფორმით აბრუნებს.