ტრენდებს თუ გადავავლებთ თვალს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფემინურობა კვლავ მოდაშია. დიზაინერები კოლექციებში ისევ დაუბრუნდნენ ქალურ სილუეტებს, კლასიკურ აქსესუარებს, ელეგანტურ კაბებსა თუ ბეწვის ქურთუკებს. თუმცა, დახვეწილობასთან ერთად, დიზაინერები ეთიკურ წარმოებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ ორი დეტალის კომბინაციით კი, ვიღებთ ისეთ ტრენდს, როგორიცაა ხელოვნური ბეწვის მოსაცმელი. ალბათ თქვენთვის უცხო არ არის ტერმინი quiet luxury, სწორედ ეს ტრენდია ზამთრის სეზონის კოლექციებში დიზაინერების საყვარელი თემა.
ხელოვნური ბეწვმა ტრადიციულ ბეწვზე იმარჯვა - მისაღები ფასითა და ამავდროულად ასეთი სამოსის წარმოება თავისუფალია ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისგან. რა წამს ხელოვნური ბეწვით შეიმოსეთ, ზუსტად იცით, რომ არცერთი ცხოველი არ მოკლულა ტრენდისა და თქვენი სხეულის სითბოში შენარჩუნების გამო.
კენდალ ჯენერი Balenciaga-ს ხელოვნური ბეწვის ქურთუკში
დახვეწილ ფერთა პალიტრას ირჩევთ თუ თამამ ფერებსა - მასიური წარმოების იქნება ეს, თუ მაღალი მოდის ბრენდები, თქვენი სურვილისამებრ სხვადასხვა სიგრძის, ფერისა და პატერნის ბეწვის მოსაცმელების შერჩევას მარტივად შეძლებთ. მაღაზიებში ხელოვნური ბეწვის ქურთუკების ფართო არჩევანია.
A-list-ერებისა და ქუჩის სტილის რჩეული სამოსი, ზამთრის ყველაზე საბაზისო სამოსსაც კი დახვეწილად აქცევს. ამ შემთხვევაში, როგორც იტყვიან: რაც უფრო დიდია, მით უკეთესი. დუა ლიპა სწორედ ასეთი, ხელოვნური ბეწვის ქურთუკით ვიხილეთ.
Unreal Fur-ის ხელოვნური ბეწვის ქურთუკი ლეოპარდის პრინტით
ამ სეზონის ყველაზე გაყიდვადი ხელოვნური ბეწვის ქურთუკი კი Zara-ს მიერ შემოთავაზებულია, რომელიც 2 ფერშია წარმოდგენილი. გაგიჭირდებათ მისი პოვნა თბილისის მაღაზიებში, თუმცა ამ დრომდე ხელმისაწვდომია ონლაინ.
ის, რომ ხელოვნურ ბეწვს ნებისმიერ ლუქი შეუძლია გაახალისოს და გაამდიდროს, ამაზე უკვე ვისაუბრეთ და სწორედ ამას ამტკიცებს ჯენიფერ ლოპესიც. მომღერალმა ხელოვნური ბეწვის ქურთუკი baggy ჯინსებსა და Timberland-ის ფეხსაცმელს შეუხამა.
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.
თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები – უნიკალური ინტერიერი, გემრიელი კერძები და განსაკუთრებული ატმოსფერო. აღმოაჩინეთ საუკეთესო კაფეები და რესტორნები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.