ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
ნიუ-იორკის Lincoln Center-ში „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის პრემიერა გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო პრემიერაზე ლეგენდარული მსახიობები გამორჩეული ლუქებით წარდგნენ, თუმცა წითელ ხალიჩაზე ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ვინი ჰარლოუმ მიიპყრო.

სუპერმოდელმა პრემიერისთვის Stéphane Rolland-ის ოტ კუტურის კაბას ქართული ბრენდის, Nino Sepo-ს საყურე და ბეჭდები შეუხამა. ნინო სეფიაშვილის თვალის ფორმის საყურემ და თითბრის ბეჭდებმა, შავი და თეთრი მინანქრის დეტალებით, ჰარლოუს ლუქს განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
![]() |
|
„ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის პრეს-ტური რადიკალურად განსხვავდება 20 წლის წინანდელი მოვლენებისგან. როგორც მერილ სტრიპი იხსენებს, მაშინ მსახიობებს სამოსის მოძიება უჭირდათ, რადგან დიზაინერებს ანა ვინტურის რეაქციის ეშინოდათ. დღეს კი ვითარება შეცვლილია. თავად ვინტური არა მხოლოდ პრემიერას დაესწრო, არამედ ფილმის სარეკლამო კამპანიაშიც კი ჩაერთო.

ეს ცვლილება მსახიობების შერჩეულ სამოსზეც აისახა. მერილ სტრიპი, რომელიც პრემიერამდე პაპარაცებმა დემნას მიერ Gucci-სთვის შექმნილი LA FAMIGLIA კოლექციის ლეოპარდის ქურქით დააფიქსირეს, უშუალოდ ღონისძიებაზე Givenchy-ს 2026 წლის საშემოდგომო კოლექციის წითელი ტყავის მოსასხამით წარსდგა.
![]() |
![]() |
ენ ჰეთეუეიმ ნიკოლა ჟესკიერის დიზაინით შექმნილი Louis Vuitton-ის წითელი კაბა მოირგო, ხოლო ემილი ბლანტი Schiaparelli-ს სამოსსა და Mikimoto-ს 67 000-დოლარიან Rosés Akoya-ს ყელსაბამში იყო გამოწყობილი.

ნიუ-იორკში მთავარი პრემიერა დიდებულად შედგა. ახლა კი ქართულ პრემიერას ველოდებით, რომელიც 30 აპრილს არის დაგეგმილი. მოლოდინი დიდია, მით უმეტეს, როცა მსოფლიო ეკრანებზე ჟურნალ Runway-ს დაბრუნებასთან ერთად, წითელ ხალიჩაზე ქართველი დიზაინერების წარმატებასაც ვადევნებთ თვალს.
ასე რომ, მოემზადეთ, 30 აპრილიდან კინოთეატრებში მაღალი მოდა და Runway-ის ინტრიგები ბრუნდება. That’s all.