#მოდა

უიქენდი GIULIVA HERITAGE-თან ერთად

გაზიარება:

Fine Settimana, რომელიც იტალიურ ბრენდ Giuliva Heritage-თან თანამშრომლობით შეიქმნა, Weekend Max Mara-ს 2025-26 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ახალი კოლექციაა. ბრენდი Giuliva Heritage ჯერარდო კავალიერემ და მარგარიტა კარდელიმ დააარსეს და იგი ნეაპოლიტანური სამოსის ტრადიციებით შთაგონებული უნაკლო კერვის ოსტატობით გახლავთ ცნობილი.

Weekend Max Mara, Fine Settimana, Giuliva Heritage, Weekend Max Mara ახალი კოლექცია, Weekend Max Mara საქართველო

Fine Settimana თავის სახელწოდებას სრულად ამართლებს და Weekend Max Mara-ს იტალიურ სულს ასახავს – ქალის სურვილს, განერიდოს ყოველდღიურ ქაოსს და სიმშვიდე იპოვოს.

Weekend Max Mara, Fine Settimana, Giuliva Heritage, Weekend Max Mara ახალი კოლექცია, Weekend Max Mara საქართველო

უმაღლესი ოსტატობით შექმნილი კოლექცია ძლიერი ქალისთვისა განკუთვნილი, რომელიც სილამაზეს ბუნებრიობას თავდაჯერებულობაში პოულობს, ქალისთვის, რომელიც აფასებს ელეგანტურობას.

Weekend Max Mara, Fine Settimana, Giuliva Heritage, Weekend Max Mara ახალი კოლექცია, Weekend Max Mara საქართველო

კოლექციაში მკაფიოდ იკითხება კონტრასტების კომბინაცია, კულტურებისა და სტილების ნაზავი, რასაც ჯერარდო კავალიერე კონტამინაციას უწოდებს: ელემენტებისა და ღირებულებების უწყვეტ მონაცვლეობას, რომელიც Weekend Max Mara-სა და Giuliva Heritage-ს შორის ორგანულ კავშირს ქმნის.

Weekend Max Mara, Fine Settimana, Giuliva Heritage, Weekend Max Mara ახალი კოლექცია, Weekend Max Mara საქართველო

კოლექციაში ერთმანეთს ენაცვლება სხეულზე მორგებული სამოსი და მსუბუქი სილუეტები, მასკულუნური ფორმები კი ფემინურ დეტალებსაც მოიცავს. 

Weekend Max Mara, Fine Settimana, Giuliva Heritage, Weekend Max Mara ახალი კოლექცია, Weekend Max Mara საქართველო

შარვლები თავისუფალი ფორმისაა. ნაქსოვი სამოსი კი, ფემინური კაბებიდან თბილ ზედებამდე, შესრულებულია რბილი ანგორული თხის შალით, რომელიც აბრეშუმთან ან ქაშმირთანაა შერწყმული დახვეწილი ტექსტურის მისაღებად.

Weekend Max Mara, Fine Settimana, Giuliva Heritage, Weekend Max Mara ახალი კოლექცია, Weekend Max Mara საქართველო

ნეაპოლიტანური ტრადიცია განსაკუთრებით გამოიხატება სამღილიან მოსაცმელში, განზრახ შებრუნებული პირველი ღილით. ეს დეტალი პატივს მიაგებს ძველ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც დამკვირვებლებს შეეძლოთ ამოეცნოთ ტანისამოსის ავტორი და ოსტატი მკერავი ნამუშევრის მიღმა.

Weekend Max Mara, Fine Settimana, Giuliva Heritage, Weekend Max Mara ახალი კოლექცია, Weekend Max Mara საქართველო

დიდი ზომის პალტო ფართო საყელოთი და ზურგზე ნაკეცებით სამოსის დიზაინში ფენების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, ხოლო შევრონის შალის მოდელი დიდგვაროვანი ქალბატონის ელეგანტურობას ასახავს.

Weekend Max Mara, Fine Settimana, Giuliva Heritage, Weekend Max Mara ახალი კოლექცია, Weekend Max Mara საქართველო Weekend Max Mara, Fine Settimana, Giuliva Heritage, Weekend Max Mara ახალი კოლექცია, Weekend Max Mara საქართველო

კოლექციის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კი უმაღლესი ხარისხია, რაც ნატურალური ქსოვილების საშუალებითაა მიღწეული. მათ შორის გახლავთ ბამბის პოპლინი, აბრეშუმი, ჯინსი და ტყავი. 

Weekend Max Mara, Fine Settimana, Giuliva Heritage, Weekend Max Mara ახალი კოლექცია, Weekend Max Mara საქართველო

ფერთა პალიტრა შთაგონებულია ბუნებით და მოიცავს ნაცრისფერს, ღია ცისფერს, მიწისფერს, შემოდგომის ფოთლების ტონალობებს, ღვინისფერსა და იისფერს.

განახლებული Pasticcino ჩანთა, რომელიც ტყავისგანაა დამზადებული, შიდა მხარეს გამოირჩევა აქერცლილი, სპონჟისებრი ტექსტურით, რაც მას დახვეწილ და თანამედროვე სახეს აძლევს. ჩანთასთან ერთად კოლექცია მოიცავს ტყავის საჯირითო ჩექმებსაც, დეტალს, რომელიც კრავს ერთობლიობაში მის მდიდრულ და სახასიათო კონცეფციას.

ზევით