#მოდა

WEEKEND MAX MARA & ეშლი პარკი - გეზი ხმელთაშუა ზღვისკენ

გაზიარება:

გრძნობთ, როგორ ახლოვდება ზაფხული, თავისი თბილი დღეებით, დაუგეგმავი მოგზაურობებითა და სიმსუბუქით? სწორედ ამ განწყობას ეხმიანება Weekend Max Mara-ს ახალი Signature კოლექცია, რომლის მთავარი გმირიც მსახიობი ეშლი პარკია.

Weekend Max Mara, A Weekend with Ashley Park, Ashley Park, ეშლი პარკი

2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, სახელწოდებით A Weekend with Ashley Park, ჰაეროვან, კომფორტულ და ელეგანტურ სამოსს გთავაზობთ, რომელიც იდეალურია როგორც ქალაქის ცხელ ქუჩებში, ისე ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე სასეირნოდ.

Weekend Max Mara, A Weekend with Ashley Park, Ashley Park, ეშლი პარკი

კოლექციის მთავარი გმირი, ეშლი პარკი, ფართო აუდიტორიამ სერიალ Emily in Paris-ში შესრულებული როლით გაიცნო, თუმცა მისი კარიერა ბევრად მრავალფეროვანია (Beef, Joy Ride, Only Murders in the Building). ამ ზაფხულისთვის ეშლი პარკი და Weekend Max Mara გვთავაზობენ მრავალფეროვანი სამოსის კოლექციას - შესაფერისს ნებისმიერი გარემოებისთვის.

Weekend Max Mara, A Weekend with Ashley Park, Ashley Park, ეშლი პარკი

თითოეული სამოსი იდეალურია ყველა დანიშნულებისთვის - პარიზის ხმაურიანი ქუჩებიდან დაწყებული, ხმელთაშუა ზღვის მზით გაჟღენთილი სანაპიროებით დასრულებულით, აი La Dolce Vita-ს უდარდელობის ელფერი რომ გასდევს, ისეთით. კოლექცია ელეგანტურობასა და სიმსუბუქეს ასხივებს, რაც, დაგვეთანხმებით, ზაფხულის თავგადასავლებისთვის ზედგამოჭრილია.

Weekend Max Mara, A Weekend with Ashley Park, Ashley Park, ეშლი პარკი

„მთლიანობაში კოლექცია ახერხებს, ზუსტად დაიჭიროს ზაფხულის სიმსუბუქე და იმ დაუვიწყარი მომენტების დროს განცდილი სიხარული, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე გატარებულ ზაფხულს ახლავს თან. ჩვენ გვსურდა, Emily in Paris-ის გლამურული სული უფრო ავთენტურ და კომფორტულ სტილში გვეთარგმნა. კოლექციის თითოეული ნაწილი მოგზაურობისთვის შესანიშნავი თანამგზავრია“, — ამბობს ეშლი პარკი.

Weekend Max Mara, A Weekend with Ashley Park, Ashley Park, ეშლი პარკი

სამოსი ხალასი და დახვეწილია - გაჟღენთილი კლასიკურობით, მაგრამ უფრო თანამედროვე სიმარტივის მატარებელი. კოლექციაში აქცენტი გაკეთებულია ქალურ სილუეტებზე, რომელიც სხეულს კარგად გამოკვეთს, ასევე სინაზეზე და დახვეწილ დეტალებზე.

Weekend Max Mara, A Weekend with Ashley Park, Ashley Park, ეშლი პარკი

კოლექციაში ასევე წარმოდგენილია Weekend Max Mara-ს პოპულარული დიზაინების განახლებული ინტერპრეტაციები. მათ შორისაა ყვავილების პრინტით გაფორმებული თრენჩ ქოუთი და დახვეწილი კაბები — როგორც სწორი სილუეტის მქონე, ასევე მხარზე მოშიშვლებული ან ფარფატა მოკლე ვერსიები. კოლექციის გამორჩეული კომბინაციები გახლავთ მოკლე მაისურები შეხამებული გრძელ ქვედაბოლოებთან ან სხეულზე მომდგარ შარვლებთან.

Weekend Max Mara, A Weekend with Ashley Park, Ashley Park, ეშლი პარკი

ბრენდმა უპირატესობა მიანიჭა ბუნებრივ ქსოვილებს — ბამბასა და ტილოს, რომლებიც სხეულს ჰაერივით მსუბუქად ერგება. სამოსისთვის შერჩეული ნაჭრები გაფორმებულია დახვეწილი, თუმცა გამორჩეული პრინტებით - ყვავილებით თუ აბსტრაქტული ფორმებით. ასევე გამოყენებულია ჯინსი, რომელიც მსუბუქადაა დამუშავებული და ზაფხულის ტემპერატურაზეა გათვლილი.

Weekend Max Mara, A Weekend with Ashley Park, Ashley Park, ეშლი პარკი, denim, ჯინსი

ფერების პალიტრა მოიცავს მაცოცხლებელ, პასტელურ ფერებს, ასევე ძვირფასი ქვების, ვარდისფრისა თუ შაბიამნისფრის სხვადასხვა ტონალობას.

Weekend Max Mara, A Weekend with Ashley Park, Ashley Park, ეშლი პარკი, Pasticcino Bag

ბრენდის საკულტო Pasticcino Bag კი, წელს ახალი ფორმით გვევლინება — დაწნული კალათის სახით და ტილოთი გაფორმებული. კოლექციის ნაწილია საზაფხულო სანდლები, მარგალიტებით მოჭედილი და ბრენდისთვის დამახასიათებელი ბურთულიანი ქუსლით გაფორმებული ფეხსაცმლის მოდელები.

Weekend Max Mara, A Weekend with Ashley Park, Ashley Park, ეშლი პარკი

ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, ზაფხულს შავი ზღვის სანაპიროზე გაატარებთ, პარიზის ქუჩებში სეირნობა გაქვთ დაგეგმილი თუ ამალფის ცის ქვეშ მზის ჩასვლით ტკბობა — A Weekend with Ashley Park შესაძლებლობას გაძლევთ, ზაფხული ჩემოდნით ატაროთ - ხალისიანი, მსუბუქი და დახვეწილი სამოსის სახით.

ზევით