პირველი თოვლის მოსვლა საქართველოს უკვე არა ერთ კუთხეში იზეიმეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროა პატარები სუსხიანი სეზონისთვის საჭირო აღჭურვილობით მოვამარაგოთ. The Diary-ის რედაქცია ამჯერად გერმანულ ბრენდს, WeeDo Funwear-ს გაგაცნობთ, რომელიც ერთდროულად ფუნქციურობით, მდგრადობითა და მრავალფეროვანი დიზაინით გამოირჩევა.
ბრენდის მთავარი მისია ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის, პრაქტიკული და ეკოლოგიურად სუფთა ტანსაცმლის წარმოებაა, რომელიც მათ ქარისგან, წვიმისგან და თოვლისგან იცავს, ხოლო მხიარული და ფერადი დიზაინი მათი წარმოსახვის განვითარებას უწყობს ხელს.
WeeDo-ს კომბინეზონებში „ჩემთან-ერთად-ზრდის" სისტემაა გამოყენებული, რომლის წყალობითაც ტანსაცმელი ბავშვთან ერთად იზრდება და შესაბამისად, მისი გამოყენება რამდენიმე წლის მანძილზეა შესაძლებელი. კომბინეზონების გამორჩეულ მახასიათებლებს შორისაა საპირფარეშოში სწრაფი შესვენებისთვის განკუთვნილი ელვა-შესაკრავები, რეგულირებადი კაპიუშონი და მარტივად გამოსაყენებელი ჯიბეები. გარე ქსოვილებში გამოყენებულია მდგრადი წყლისგან დამცავი დამუშავება (DWR), რაც ტანსაცმლის წყალგაუმტარობასა და სუნთქვის უნარს უზრუნველყოფს.
ბრენდი დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიურობას და მდგრადობას.
კომბინეზონებში გამოყენებული მასალების 50%-ზე მეტი გადამუშავებულია, რაც ნედლეულის მოხმარებას და გარემოზე ზიანის მიყენების საშიშროებას ამცირებს. რაც შეეხება გამორჩეულ დიზაინს: WeeDo Funwear-ის პროდუქცია სხვადასხვა ფერებსა და დიზაინებშია ხელმისაწვდომი, რომლებიც ცხოველებით, მითოლოგიური არსებებითა და მონსტრებითაა შთაგონებული.
WeeDo-ს ტანსაცმლის მოვლა მარტივია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევას. რეკომენდებულია კომბინეზონების გარეცხვა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რათა გაუფრთხილდეთ გარემოს. პატარა ლაქები შეიძლება მოაშოროთ სველი ტილოთი, ხოლო გასანიავებლად კომბინეზონი შეგიძლიათ რამდენიმე საათით გაფინოთ გარეთ. სარეცხი მანქანით გარეცხვისას რეკომენდებულია გამოვიყენოთ ნაზი პროგრამა მაქსიმუმ 30 გრადუსზე.
WeeDo Funwear-ის ტანსაცმელი იდეალურია ზამთრის სპორტისთვის, სათხილამუროდ, სნოუბორდისთვის და სხვა გარე აქტივობებისთვის, შესაბამისად კაპიუშონები ჩაფხუტის სტანდარტულ ზომებზეა მორგებული. მათი წყალგაუმტარი და სუნთქვადი მასალები ბავშვების კომფორტსა და დაცვას ნებისმიერ ამინდში უზრუნველყოფს.
და ბოლოს, სად შევიძინოთ:
WeeDo Funwear-ის პროდუქცია საქართველოში ონლაინ მაღაზია CampShare-ზეა ხელმისაწვდომია, სადაც თქვენი ბავშვისთვის შესაფერისი კომბინეზონის, ან სხვა გარე ტანსაცმლის შერჩევა შეგიძლიათ. ასევე, შესაძლებელია ესტუმროთ ბუდაპეშტის 38-ში მდებარე მაღაზიას და თავად მოაზომოთ თქვენ პატარებს კოსტიუმები.
დღეს, ჩვენი რედაქცია შემოდგომის ლუქების შთაგონებას გთავაზობთ. ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დროა, გარდამავალი სეზონის ლუქებზე ფიქრიც დავიწყოთ. სეზონის სტილის განუყოფელი ნაწილი კი კაბისა და ჩექმების მარტივი და ელეგანტური კომბინაციაა.
მოდის ისტორიაში არმანის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის იმ დიზაინერთა შორისაა, რომლებმაც ეპოქის მიმართულება შეცვალეს. ჯორჯო არმანიმ მამაკაცის კოსტუმს ახალი სახე მისცა, ქალთა მოდაში კი თავდაჯერებული და ელეგანტური სტილი დაამკვიდრა. არმანის სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია როგორც მოდის, ისე კულტურის ისტორიაში.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.