ჯეიკობ ელორდი: ჯენზის მეფე
Euphoria-მ მას ფართო აუდიტორიას გააცნო, მაგრამ დღეს ჯეიკობ ელორდი უკვე იმ მსახიობთა რიგშია, ვინც თანამედროვე ჰოლივუდის მიმართულებას განსაზღვრავს.
თუკი ხანგრძლივი ქორწინებით, დიდი ოჯახითა და ჰარმონიული ურთიერთობით რომელიმე ცნობილ წყვილს შეუძლია დაიკვეხნოს, ეს უდავოდ ბექჰემები არიან. დევიდ და ვიქტორია ბექჰემები წელს ქორწინების 23 წლის იუბილეს აღნიშნავენ, 1998 წელს, მაშინ, როდესაც ინგლისელი ფეხბურთელი და Spice Girl-ის მომღერალი კარიერულ ზენიტში იყვნენ, დევიდმა ვიქტორიას ხელი უძვირფასესი ყვითელი ალმასის ბეჭდით სთხოვა.
1999 წლის ივლისში გამართული გრანდიოზული ქორწილის შემდეგ ალმასის ბეჭედი ვიქტორიას ერთადერთ ნიშნობის ბეჭდად როდი დარჩა, როგორც დასავლური გამოცემები იტყობინებიან, ჯამში 15 ბეჭედი, რომლითაც ვიქტორია სხვადასხვა ღონისძიებასა თუ წითელ ხალიჩაზე იქნა შემჩნეული ბოლო 23 წლის განმავლობაში, მისი პირადი ნიშნობის კოლექციის ნაწილია.
ვიქტორია ბექჰემის სამკაულების პირად კოლექციაში სხვადასხვა ფერისა და ფორმის ბრილიანტებს, მათ შორის ვარდისფერსა და ყვითელ ძვირფას ბეჭდებს აღმოაჩენთ, თუმცა ბრილიანტის გარდა მომღერალი და დიზაინერი უძვირფასესი ზურმუხტის, საფირონისა თუ მთვარის ქვის ბეჭდებსაც ფლობს.