დაბრუნებაც არის და დაბრუნება! Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჟიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატილდა გვარლიანი გახლავთ. Looksmodels-ის მოდელი 14 წლის ასაკში პირველად „თბილისის მოდის კვირეულის“ ჩვენებაზე გამოჩნდა და მას შემდეგ ქართველებისა და თუ მსოფლიოს გულებს იპყრობს.
დაახლოებით 6-7 წლის ვიყავი როდესაც პირველად ვნახე „ვიქტორია სეკრეტის“ შოუ და მაშინვე დავიწყე მიბაძვა და ოცნება, რომ ოდესმე მათ გვერდით გამევლო
ბრენდმა მოდა, ფრთები, მუსიკა და შოუ კვლავ გააერთიანა და გრანდიოზული comeback გააკეთა. მოგვნატრებია? დიახ!
თუმცა, სკანდალი, რის გამოც Victoria's Secret-ი დროებით რადარებიდან გაქრა, გახლდათ მუდმივი კრიტიკა და დაპირისპირება, რომ ბრენდი სილამაზის არარეალური სტანდარტების პოპულარიზებას ეწეოდა და ინკლუზიურობას საერთოდაც არ ცნობდა. როგორც ხედავთ, ბრენდმა გაითვალისწინა წინა წლების შეცდომები და plus ზომის მოდელები და plus 50 ასაკის მოდელებიც კი ვიხილეთ პოდიუმზე.
საღამო სიურპრიზებით სავსე იყო. Victoria's Secret-ის დაბრუნებასთან ერთად სუპერ მოდელის, ტაირა ბენქსის დაბრუნებაც ვიხილეთ, რომელმაც 19 წლის წინ დაასრულა კარიერა და არც ერთხელ არ გამოსულა პოდიუმზე მას შემდეგ.
VS-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანგელოზი, ადრიანა ლიმა, ტაირა ბენქსის მსგავსად, პოდიუმს დაუბრუნდა. 43 წლის მოდელმა დაამტკიცა რომ კვლავ ფორმაშია.
ანგელოზებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას დები ჰადიდები იმსახურებენ. Victoria's Secret-ის ჩვენება ჯიჯი ჰადიდმა ვარდისფერ ფრთებმოსხმულმა გახსნა. საღამოს კულმინაციის დროს კი, დები ჰადიდები შერის მუსიკის ქვეშ წითელ საცვლებსა და წითელ ფრთებში გამოჩნდნენ.
ანგელოზები არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვიქტორია სეკრეტის მოდის ჩვენებამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. ტრიუმფალური დაბრუნება ბრენდმა გასაოცარი მუსიკალური ლაინაფით აღნიშნა, რომელიც ვარსკვლავთცვენითა და არტისტების ეკლექტიკური შემადგენლობით გამოირჩეოდა.
დინამიკური ტრიო - მუსიკალური ლეგენდა Cher, იაპონელი მომღერალი Lisa და პოპიანოს დედოფალი Tyla - ფეიერვერკული შოუებით წარდგნენ და დამსწრე საზოგადოება ფეხზე დააყენეს. საღამო ბაიკზე "ამხედრებული" ლიზას პერფორმანსით გაიხსნა. იაპონელმა ანიმე მომღერალმა Rock Star შეასრულა და თავის გუნდთან ერთად პოდიუმზეც გაიარა.
Victoria's Secret-ის შოუზე ნიუ-იორკში ნამდვილი Women Power და ამავდროულად უამრავი, უსაზღვრო ინდივიდუალური სილამაზე ვიხილეთ. ბრენდიც ამას აღნიშნავს, რომ ხასიათი და გამბედაობა იყო მთავარი კრიტერიუმები ჩვენებისთვის მოდელების შერჩევისას. Victoria's Secret-ი ახლა აქცენტს აკეთებს მრავალფეროვნებაზე - ხასიათისა და სხეულის მრავალფეროვნებაზე და ეს ასე სწორია!
თანამედროვე ფეხბურთელები სტილის ახალ არქეტიპებს ქმნიან: დევიდ ბექჰემი, ექტორ ბელერინი, კრიშტიანუ რონალდუ, პოლ პოგბა და სხვა სპორტსმენები style icon-ებად იქცნენ. ზოგიერთი მათგანი კი — როგორც ხვიჩა კვარაცხელია — საკუთარ პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ ქუჩაში ან სოციალურ მედიაში ისევე შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, როგორც მოედანზე.
Weekend Max Mara-ს საზაფხულო კოლექცია, სახელწოდებით A Weekend with Ashley Park, ჰაეროვან, კომფორტულ და ელეგანტურ სამოსს გთავაზობთ, რომელიც იდეალურია როგორც ქალაქის ცხელ ქუჩებში, ისე ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე სასეირნოდ.
აბაზანის დიზაინი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკის, არამედ კომფორტისა და ფუნქციურობის თვალსაზრისითაც. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ აბაზანის დიზაინის საინტერესო იდეებს.