#მოდა

VICTORIA’S SECRET-ის 2025 წლის შოუ

გაზიარება:

Victoria’s Secret-ის ანგელოზები ნიუ-იორკის პოდიუმზე დაბრუნდნენ. 2024 წელს ბრენდი დიდხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდა ჰორიზონტზე და შეცვლილი ფილოსოფიით წარუდგა საზოგადოებას. 2024 წლის შოუმ კრიტიკა დაიმსახურა. მაშინ ბევრ ადამიანს ერთი კითხვა უტრიალებდა თავში: რამდენად რეალური იყო ბრენდის მცდელობა ათწლეულების განმავლობაში შექმნილი არარეალური სტანდარტების მსხვრევაზე და ინკლუზიური გარემოს შენებაზე ეზრუნა.

Victoria's Secret 2025 show, Angel Rees, ენჯელ რისი Victoria's Secret 2025 show, Barbie Ferreira, ბარბი ფერეირა

თუმცა, 2025 წლის შოუ გაცილებით საინტერესო გამოდგა, რადგან ვიხილეთ კოლექცია, რომელიც თანამედროვე ქალების მოთხოვნებსაც პასუხობდა და ბრენდის წარსულთანაც არ ჰქონდა გაწყვეტილი კავშირი.

Victoria’s Secret-ს ახალი კრეატიული დირექტორი ადამ სელმანი ჰყავს. მისი წლევანდელი კოლექცია აერთიანებდა ყველა იმ ელემენტს, რაც ბრენდის არყოფნის დროს მაყურებელს ენატრებოდა. პოდიუმზე ვიხილეთ როგორც ცნობილი ანგელოზები – ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, კენდის სვეინპოლი, ირინა შეიკი, ასევე ახალი თაობის მოდელები.

Victoria's Secret 2025 show, ადრიანა ლიმა, Adriana Lima

შოუზე გამოვიდა ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი ალექს კონსანი, ათლეტი ანჯელ რისი, მსახიობი ბარბი ფერეირა. პოდიუმზე ვიხილეთ მატილდა გვარლიანიც, რომელმაც ვარდისფერი და ცისფერი ლუქები მოირგო. ეს მატილდას კარიერაში Victoria’s Secret-ის მეორე შოუ იყო.

Victoria's Secret 2025 show, Mathilda Gvarliani, მატილდა გვარლიანი Victoria's Secret 2025 show, Mathilda Gvarliani, მატილდა გვარლიანი

მთლიანი შოუ სხვადასხვა თემატიკის მიხედვით იყო დაყოფილი და თითოეულს განსხვავებული ჟანრის მუსიკალური შემსრულებელი აფორმებდა. ჩვენება ოქროსფერი დიზაინებით დაიწყო: პოდიუმზე ორსული ჟასმინ ტუკსი გამოვიდა და საღამო ელეგანტური იმიჯით გახსნა.

Victoria's Secret 2025 show, ჟასმინ ტუკსი, Jasmine Tookes

ოქროსფრის შემდეგ პოდიუმზე ვარდისფერი განწყობა შემოიტანა ჯიჯი ჰადიდმა, რომელსაც სცენაზე ანგელოზის კოსტიუმში გამოწყობილი მომღერალი მედისონ ბიერი დახვდა.

Victoria's Secret 2025 show, Gigi Hadid, ჯიჯი ჰადიდი

შემდეგ მოდელებმა სამხრეთკორეული ჯგუფის TWICE ფონზე Pink-ის კოლექცია წარადგინეს. მალევე ყველაფერი წითლად გადაიქცა – ამ ნაწილის გახსნა ბელა ჰადიდს ხვდა წილად. შოუ ფერადი ესთეტიკით, შემდეგ კი შავი ლუქების ჩვენებით გაგრძელდა.

Victoria's Secret 2025 show, Bella Hadid, ბელა ჰადიდი

საღამო თეთრებში გამოწყობილმა ბელა ჰადიდმა დახურა. ბელას ლუქის მთავარი ელემენტი დაახლოებით 22 კილოიანი ფრთები იყო, რამაც ინტერნეტში განხილვა გამოიწვია. პოდიუმზე გამოსვლის დროს მოდელს არაკომფორტულობა ეტყობოდა. თანაც, რამდენიმე თვის წინ, ინსტაგრამზე ბელა ჰადიდის ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ებრძვის იგი Lyme-ის დაავადების უმწვავეს ფორმას.

Victoria's Secret 2025 show, ბელა ჰადიდი, Bella Hadid

წლევანდელი ჩვენება პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა სოციალურ პლატფორმებზე და Amazon Prime-ზე. ამერიკული ბრენდი ყველა გზას მიმართავს, რომ რელევანტური დარჩეს და მაყურებლები დაიბრუნოს. 2025 წლის ბრუკლინის შოუ კი ბრენდს რეპუტაციის აღდგენაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

ზევით