შექმნილია ქალების მიერ ქალებისთვის! ამ დევიზით გაგვაცნო საკუთარი ბრენდი ანნა ვარდანიანმა, რომელიც Ti’me-ის და The Diary-ის ერთობლივ ღონისძიებაზე ახალი, პრემიუმ კლასის საათების ბრენდის - VANNA-ს პრეზენტაციაზე გავიცანით.
“VANNA-ს მთავარი ინსპირაცია თანამედროვე ქალის სახეა, რომელიც ავთენტური, მამაცი და დამოუკიდებელია”.
მინიმალისტური, დახვეწილი დიზაინითა და თანამედროვე ქალზე მორგებული კონცეფციით, ამერიკულმა ბრენდმა ქართველი მომხმარებლის ყურადღება მალევე მიიპყრო. ბრენდი უკვე 1 წელია ბაზარზეა და ექსკლუზიურად Time-ის მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი.
პირველად არ ხართ აქ. როდის ჩამოხვედით საქართველოში ბრენდით?
ანნა ვარდანიანი: დაახლოებით 1 წელია, რაც ქართულ ბაზარზე შემოვედით და არაჩვეულებრივი უკუკავშირი გვქონდა მომხმარებლისგან. ვიცი, რომ ქართველებს ძალიან უყვართ ახალი, კრეატიული ბრენდები და ის, რაც განსხვავებულია. ამას ყველგან ვხედავ. Ti’me-თან მოლაპარაკება დაახლოებით წლინახევრის წინ დავიწყეთ და ის არაჩვეულებრივი პარტნიორი გამოდგა. ერთდროულად რეგიონში რამდენიმე ქვეყანაში შემოვედით. საქართველოთი და სომხეთით დავიწყეთ. ეს ქვეყნები ძალიან ახლოსაა ჩემთან, ბავშვობაში აქ ვცხოვრობდი და მიხარია, რომ სწორედ აქ ვიღებთ ასეთ არაჩვეულებრივ ფიდბექს.
VANNA საათისა და სამკაულის უნიკალურ სინთეზს გვთავაზობს, რაც ბრენდის დამფუძნებლისა და შვეიცარიელი ოსტატების ტანდემის შედეგია. მეტიც, საათების დიზაინით დაწყებული, წარმოებით დამთავრებული, VANNA-ს პროდუქცია სრულიად ქალების მიერ იქმნება.
რატომ მხოლოდ ქალებისთვის?
ანნა ვარდანიანი: პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩვენ მსოფლიოში საათების ერთადერთი ბრენდი ვართ, რომელიც იქმნება და იწარმოება ქალების მიერ. ჩვენი მწარმოებლებიც კი ქალები არიან. სხვათა შორის ძალიან ბევრი წარმოება დავტესტეთ და საუკეთესო სწორედ ქალების საწარმო აღმოჩნდა. იმედი მაქვს, რომ VANNA და მსგავსი ბრენდები პატარა გოგოების ინსპირაციის წყარო გახდება და ყველა მიხვდება, რომ ყოველთვის აქვს აზრი საკუთარი ოცნებების ასახდენად ბრძოლას.
თავად ბრენდი ძალიან ახალგაზრდაა. VANNA პანდემიის დროს, სულ რაღაც 4 წლის წინ შეიქმნა, თუმცა მისი გამორჩეული დიზაინისა და ხარისხის წყალობით, “დიდი ბრენდების” მაგიდასთან უკვე მოხვდა.
ანნა ვარდანიანი: საათების ინდუსტრიაში თინეიჯერებიც კი არ ვართ, მაგრამ ძალიან განსხვავებული დიზაინები გაქვთ. კოლექციების დიზაინს მე თავად ვქმნი და ეს პროცესი ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ჩვენი დიზაინები მინიმალისტურია და ალბათ ესაა ჩვენი ბრენდის მთავარი კოზირი. ვთვლი, რომ ჩვენი საათების გამოყენება მამაკაცებსაც შეუძლიათ და სხვათა შორის, მამრობითი სქესის მომხმარებელი საკმაოდ დიდი რაოდენობით გვყავს.
Ti’me-ის მაღაზიაში გამართულ პრეზენტაციაზე ბრენდის შემქმნელმა და დიზაინერმა VANNA-ს კონცეფციის შესახებ ისაუბრა და ქართველ ინფლუენსერებს ბრენდის უახლესი კოლექციის მოდელებიც წარუდგინა. გამორჩეული, დახვეწილი, მინიმალისტური და ამავდროულად თვალშისაცემი საათების შეძენა კი მომხმარებელს Ti’me-ში შეუძლია.
HER STORE 2016 წლიდან დახვეწილ და თანამედროვე სამკაულებს გთავაზობს. ამ წლების განმავლობაში კი, ვერცხლით, ტიტანითა თუ ოქროთი დაფარული დიზაინებით და უნიკალური სამკაულების კოლექციებით HER STORE უამრავი ქალისთვის საუკეთესო არჩევანი გახდა.
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.