პაპ ტესტი იგივე პაპანიკოლაუს ტესტი იმ ერთ-ერთ ტესტთაგანს მიეკუთვნება, რომელსაც შეუძლია ადრეულ ეტაპზე დაადგინოს საშვილოსნოს ყელის სიმსივნე და სიმსივნისწინარე მდგომარეობა. ვფიქრობ, ეს ერთი წინადადებაც საკმარისია რომ სათაურშივე დასმულ კითხვას პასუხი გაეცეს. თუ კი თქვენ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგაც იფიქრებთ იმაზე, ღირს თუ არა პაპ ტესტის გაკეთება, მაშინ ერთი რამ დაიმახსოვთ, მას შეუძლია, რომ სიცოცხლე შეგინარჩუნოთ!
პაპ ტესტით ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი საშვილოსნოს ყელის სიმსივნე წარმატებით ექვემდებარება მკურნალობას.
პაპ ტესტით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის უჯრედების მცირედი გადაგვარების აღმოჩენა. ასეთ ეტაპზე აღმოჩენილი და ნამკურნალები პათოლოგია 95% -ით ამცირებს საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების შანსს.
ანა კაშია, მეანობა-გინეკოლოგიის ექიმი-რეზიდენტი
ვინ და რამდენად ხშირად უნდა ჩაიტაროს პაპ ტესტი?
რეკომენდირებულია, 21 წლიდან 65 წლამდე ყველა ქალმა ჩაიტაროს პაპ ტესტი. ქალებმა, რომელთაც არ აღენიშნებათ დატვირთული სამედიცინო ანამნეზი და ჯანმრთელები არიან, რეკომენდირებულია ტესტის ჩატარება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ. თუ ქალს აღენიშნება დატვირთული სამედიცინო ანამნეზი, მაგალითად თუ პირველი პაპ ტესტით სიმსივნისწინარე მდგომარეობა ან სიმსივნე, პირველი რიგის ნათესავების სისმსივნური ანამნეზი, დადასტურებული პაპილომა ვირუსი, შიდსის ვირუსი - ტესტი უნდა ჩატარდეს ყოველ წლიურად.
მტკივნეულია თუ არა პაპ ტესტი?
არა! ტესტი მტკივნეული ნამდვილად არ არის , მანიპულაციის დროს იგრძნობთ მხოლოდ მცირედ დისკომფორტს, ზუსტად ისეთივეს, როგორიც ჩვეულებრივი ნაცხის ანალიზის დროს. ტესტის ჩატარებისას ქალი წევს გინეკოლოგიურ პოზიციაში, საშოში თავსდება ვაგინალური სარკე (უმეტესწილად დისკომფორტი დაკავშირებულია სარკის ჩადგმასთან), შემდგომ ბრაშით (სპეციალური ფუნჯი) და შპადელით (სპეციალური ჩხირი) საშვილოსნოს ყელიდან ხდება გამოსაკვლევი მასალის აღება (ამ მანიპულაციას ქალი საერთოდ ვერ გრძნობს). პროცედურა გრძელდება დაახლოებით 5 წუთი.
როგორ უნდა მოვემზადოდთ პაპ ტესტისთვის?
ტესტს არ სჭირდება განსაკუთრებული მომზადება, გასათვალისწინებელია მხოლოდ ის ფაქტი რომ წინა დღით თავი უნდა შეიკავოთ სექსუალური კონტაქტისგან და საშოში სანთლის ან მსგავსი საშუალებების მოთავსებისგან, რათა თავიდან აიცილოთ ტესტის არასწორი შედეგები. პროცედურის წინ შესაძლებელია მიიღოთ თბილი წყლის აბაზანები მხოლოდ გარეგანად.
მნიშვნელოვანია: ჩვენს ქვეყანაში საშვილოსნოს ყელის სიმსივნის უფასო სკრინინგ პროგრამა არის, ამიტომ ჩაერთე სკრინინგში და მინიმუმამდე შემაცირეთ საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების რისკი.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის მისამართებია:
დიდუბე, აკ.წერეთლის 69
ვარკეთილი, კალოუბნის 12
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე (032) 220-35-35
The Devil Wears Prada 2–ის გადაღებები ნიუ-იორკის მუზეუმში მიმდინარეობს, სადაც გამოგონილი Met Gala-ს სცენაში მერილ სტრიპი, სიმონ ეშლი და სტენლი ტუჩი მაღალი მოდის კოსტიუმებში გვევლინებიან. კოსტიუმების ავტორი პატრიშა ფილდის მემკვიდრე მოლი როჯერსია.
ზაფხულის ცხელი დღეებისთვის სადილსა და ვახშამზე სალათა საუკეთესო არჩევანია. თუ კლასიკური რეცეპტები მოგბეზრდათ, ჩვენი საზაფხულო რეცეპტებით შეგიძლიათ მოამზადოთ მსუბუქი კერძი.
თბილისი მდიდარია ისეთი ადგილებით, სადაც დღის ცხელ საათებში თავშესაფარს იპოვით, ხოლო საღამოს, ღია სივრცეში, გემრიელი კერძებისა და მუსიკის თანხლებით დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ტერასები, ეზოები და სიმწვანეში ჩაფლული კაფე-რესტორნები ნამდვილად არ აკლია ჩვენს ქალაქს. The Diary-ს რედაქციამ სწორედ ასეთი 12 ადგილი შეარჩია თქვენთვის.