TI'ME x THEDIARY: ანნა, ელენე და ელი მარადიულ კავშირებზე

მარტის თვეში, როდესაც სამყარო ქალთა სიძლიერისა და მნიშვნელობის გარშემო ერთიანდება, ჩვენ TI’ME-თან ერთად, იმ მემკვიდრეობაზე მოგითხრობთ, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას – ეს ერთი ოჯახის ქალების სიყვარულია.

TI'ME Georgia, TI'ME, time, სამკაული, თაიმი, ელენე შელია, ანნა შელია, ანა შელია

TheDiary-ს ახალი ედიტორიალი სამი თაობის ამბავს აერთიანებს. TI'ME-ის გამორჩეული სამკაულები მოდელმა ანა შელიამ, არქიტექტორმა ელენე შელიამ და პატარა ელიმ მოირგეს. TI’ME-ის სამკაულების ფონზე, ჩვენ ვაკვირდებით, როგორ გადადის სტილი შთამომავლობით და როგორ იქცევა სიყვარული ყველაზე ძვირფას საოჯახო რელიკვიად.

TI'ME Georgia, TI'ME, time, სამკაული, თაიმი, ანნა შელია, შვილი TI'ME Georgia, TI'ME, time, სამკაული, თაიმი, ელენე შელია, ანნა შელია, ანა შელია

ანნასა და ელენესთვის ეს კავშირი მათი იდენტობის ნაწილია – ურთიერთობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ერთმანეთით შთაგონებაზეა დაფუძნებული.

რაც ჩემი თავი მახსოვს, ცხოვრება ელენეს გარეშე არ წარმომიდგენია, – ანნა.

TI'ME Georgia, TI'ME, time, სამკაული, თაიმი, ანნა შელია, ანა შელია

ისევე როგორც საყვარელი სამკაულით სავსე ზარდახშა, სტილიც ხშირად თაობიდან თაობას გადაეცემა.

სტილითაც ვგავართ ერთმანეთს. გემოვნების ჩამოყალიბებაზე ყველაზე დიდი გავლენა დედას ჰქონდა, – ანნა.

TI'ME Georgia, TI'ME, time, სამკაული, თაიმი, ელენე შელია

პატარა ელის გამოჩენამ ოჯახში სრულიად ახალი ფერები შემოიტანა. ამ მოვლენამ დებს შორის არსებული კავშირი კიდევ უფრო გააღრმავა და დედობრივი თუ დეიდური სიყვარულის ახალი ჰორიზონტი გამოაჩინა.

მას შემდეგ, რაც ელი გაჩნდა, მივხვდი, რას ნიშნავს ბავშვის სიყვარული, – ელენე.

TI'ME Georgia, TI'ME, time, სამკაული, თაიმი, ანნა შელია, შვილი

TI’ME უკვე ათწლეულზე მეტია სამკაულის ხელოვნებას ახალ მნიშვნელობას სძენს. 2013 წლიდან მოყოლებული, ბრენდი მეგზურად იქცა მათთვის, ვისაც ცხოვრების ყველაზე ძვირფასი მომენტების სამუდამოდ აღბეჭდვა სურს. ასე რომ, იქნება ეს დახვეწილი საათი, რომელსაც ცხოვრებისეული მიღწევის აღსანიშნად შეიძენთ, თუ ფერადი სამკაული, სათუთად შერჩეული პატარისთვის – TI’ME რჩება მთავარ დანიშნულებად მათთვის, ვინც ისტორიას და ხარისხს აფასებს.

TI'ME Georgia, TI'ME, time, სამკაული, თაიმი, ანნა შელია, ანა შელია, შვილი

სულ მინდოდა, ანნასნაირი ვყოფილიყავი, ყოველთვის ჩემი ინსპირაცია იყო, – ელენე.

ამ თვეში, როდესაც ყურადღება სრულად ქალებზეა მიპყრობილი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ქალური სიყვარული და თითოეული ის ნივთი, რომელიც ამ გრძნობას განასახიერებს, ჭეშმარიტად მარადიულია.

ელენე შელია

Dresses: @matters.world
Kids clothes: @monnalisa.georgia
Location: @ambassadori_tbilisi
Hair & Mua: @lacliniquetbilisi by @chanchikamakeup
Cakes: @assorti_vere

ზევით