#მოდა

The Devil Wears Prada 2-ის პრეს-ტურის წითელი ხალიჩის ლუქები

გაზიარება:

ფილმი The Devil Wears Prada 2 დიდ ეკრანზე 1 მაისს გამოდის, მანამდე კი მისი მთავარი მსახიობები პრეს-ტურში არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. მერილ სტრიპი და ენ ჰეთევეი წითელ ხალიჩებზე გამოჩენით ფილმის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებენ. 

მოლოდინი ბუნებრივად მაღალია. ორიგინალური ფილმის გამოსვლიდან თითქმის ორი ათეული წელი გავიდა და სიუჟეტიც უკვე სხვა რეალობაში ვითარდება. ისტორია კვლავ მირანდა პრისტლის გარშემო ტრიალებს, რომელიც ტრადიციული ჟურნალების კრიზისის ფონზე ცდილობს პროფესიული პოზიციების შენარჩუნებას. ამავე დროს, მას დაპირისპირება ემილი ჩარლტონთან უწევს, რომელიც გავლენიანი ლუქს ჯგუფის აღმასრულებელია და იმ სარეკლამო ბიუჯეტებს აკონტროლებს, რომლებიც პრისტლისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

ენ ჰეთვეი, მერილ სტრიპი the devil wears prada

პრეს-ტურის პირველი გაჩერება მეხიკოში იყო, სადაც მერილ სტრიპმა Dolce & Gabbana-ს წითელ კოსტიუმი, ენ ჰეთევეიმ კი Schiaparelli-ს ფრინჯებიანი კაბა მოირგო. ტოკიოში დუომ ვიზუალური ხაზი გააგრძელა და სტრიპმა მეთიუ ბლაზის Chanel-ის სამოსი, ხოლო ჰეთევეიმ Valentino-ს 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კუტიური კოლექცია აირჩია.

devil wears prada

პრეს-ტური ჯერ კიდევ დასაწყისშია, მაგრამ აშკარად მომდევნო კვირები მოდის თვალსაზრისით განსაკუთრებით დატვირთული იქნება.

მერილ სტრიპის სტილისტი, მიკაელა ერლანგერი, პრეს-ტურს Met Gala-ს მასშტაბით უყურებს. ისინი 11 წელია თანამშრომლობენ და ტურის ფარგლებში 30-ზე მეტი ლუქია დაგეგმილი. ერლანგერი აღნიშნავს, რომ ეს იქნება სტრიპის ყველაზე მოდური გამოჩენების სერია.

Streep in Prada and Hathaway in Vaquera

ამ მოდურ მარათონში ენ ჰეთევეის სტილისტი, ერინ უოლშიც მონაწილეობს, რომელიც ერლანგერის მკაცრი და გაწონასწორებული ლუქებისგან განსხვავებით, უფრო თავისუფალ და თამამ მიმართულებას ირჩევს.

ენ ჰეთვეი და მერილ სტრიპი, the devil wears prada

ზევით