ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
კურკუმა – ერთ-ერთი საუკეთესო დიეტური პროდუქტია. სწორედ ამიტომ, მისგან დამზადებულ საუზმეს გთავაზობთ.
რეცეპტი (2 ულუფა)
მოსამზადებელი დრო – 10 წუთი
ინგრედიენტები
• 400 მლ ქოქოსის რძე (მაცივარში ჩაციებული)
• ½ ბანანი (წვრილად დაჭრილი)
• ½ მწვანე ვაშლი (გახეხილი)
• ½ ს/კ დაფქვილი ან ცოცხლად დაჭრილი ჯანჯაფილი
• 1 ს/კ დაფქვილი ან ცოცხლად დაჭრილი კურკუმა
• 100 გრ მარწყვი (დაჭრილი)
• 100 გრ მოცვი
• თაფლი
მომზადები წესი
ბლენდერში ჩაასხით ქოქოსის რძე და დაუმატეთ ბანანი, ვაშლი, ჯანჯაფილი და კურკუმა. ჩართეთ ბლენდერი და ათქვიფეთ, ვიდრე ერთიან მასას არ მიიღებთ. საუზმე ორ ჯამში გადაანაწილეთ, მოაყარეთ მარწყვი, მოცვი და მოასხით თაფლი. მიირთვით გემრიელად და დღე ენერგიულად დაიწყეთ.