გაზაფხულსა და ზაფხულს შორის გარდამავალ პერიოდში კაბა კვლავ სეზონის ერთ-ერთ მთავარ აქცენტად რჩება. 2026 წლისთვის ოთხი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა:
1. ასიმეტრიული კაბები
Yohji Yamamoto
Valentino
ასიმეტრიული კაბები ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. მათში 1990-იანი წლებისა და 2000-იანი წლების დასაწყისის გავლენა მკაფიოდ ჩანს, ამიტომ ეს სტილი მილენიალებისთვის კარგად ნაცნობია. თუმცა, თანამედროვე ვერსიებში კი ეს სილუეტები მეტად დახვეწილია.
ფრინჯი ამ სეზონზე უფრო დახვეწილი სახით ბრუნდება. ის კაბას მოძრაობას სძენს, მაგრამ სილუეტს არ ტვირთავს. Ferragamo-სა და Michael Kors-ის კოლექციებში ეს დეტალი განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო.
ფემინურობა კვლავ ტრენდშია. თამამად აირჩიეთ კაბები, რომლებიც თქვენს ფორმებს გამოკვეთს. ნუ შეგეშინდებათ ნაზი ფერებისა და ჰაეროვანი ქსოვილების. მას შემდეგ, რაც დემნამ Balenciaga დატოვა, უფორმო სამოსმა აქტუალობა დაკარგა.
სპორტული სტილის გავლენა ამ სეზონზე აშკარად იგრძნობა და ის კაბებშიც გამოჩნდა. პრაქტიკული დეტალები აქ ქალურ სილუეტებთან ერთიანდება. Chloé-სა და Saint Laurent-ის კოლექციებში ეს მიმართულება განსაკუთრებით მკაფიო იყო. ფემინური ფორმები ფუნქციურ მასალებსა და ზუსტ კონსტრუქციას ერწყმის. შედეგად, კაბა ერთდროულად კომფორტულიც არის და პრაქტიკულიც.
გერგეტის სამება, მყინვარწვერი და შემოდგომის ფერებით შეცვლილი კავკასიონის მთები – ყაზბეგი წლის ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზია. TheDiary-ის უიქენდის არჩევანი Intourist Kazbegi-ა, სასტუმრო სტეფანწმინდაში, რომლის ნომრებიდან და ტერასიდან რეგიონის მთავარი ღირსშესანიშნაობები მოჩანს.