ზაფხულობით, როგორც კი შვეიცარიელებს სიცხე შეაწუხებთ, მდინარე აარეში თავით გადაეშვებიან ხოლმე. ყოველწლიურად ათასობით ადგილობრივი და ტურისტი ქალაქ ბერნის ცივ მდინარეში გრილდება. მდინარის სახელი კელტური წარმოშობისაა და დაახლოებით ძვ.წ. 500წ. - I საუკუნით თარიღდება. აარე რაინის შენაკადი და შვეიცარიის უგრძესი მდინარეა. მასზე 40-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგური მუშაობს.
ფოტო: bern.com
აარეში ბანაობა ზაფხულის ერთ-ერთ საუკეთესო აქტივობად ითვლება. თუმცა გართობის გარდა, ადგილობრივები მდინარეს სამსახურიდან სახლში მისასვლელად და პირიქით, სამუშაო დღის შემდეგ შინ დასაბრუნებლად იყენებენ. ისინი ნივთებს სპეციალურად განკუთვნილ "Aare-ს ჩანთაში" ათავსებენ, საცურაო კოსტიუმს იცვამენ და სახლში მიცურავენ. აარეს დახმარებით სახლში დაბრუნება მაშინაა განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა მდინარე გვერდით ცივი ლუდის ქილებს მოგიცურებს.
ფოტო: bern.com
მდინარე აარე ბერნს, შვეიცარიის მომხიბვლელ ქალაქს გადაკვეთს. მდინარის წყალი ალპების მყინვარის დნობისგან გაჩნდა, ასე რომ, ზაფხულობით ტემპერატურა 15-22 ცელსიუსის ფარგლებში მერყეობს. ადგილობრივებს საუკეთესო ჩასახტომი და ნაპირზე გადასასვლელი ადგილები უკვე მონიშნული აქვთ. ბანაობის შემდეგ კი, ერთად იკრიბებიან და გამაგრილებელ სასმელს მიირთმევენ.
ფოტო: Logbuch Schweiz
ადგილობრივი ანა ბანი ბერნის ძველ უბანში ცხოვრობს და მდინარემდე მხოლოდ მოკლე ბილიკის გავლა უწევს. ზაფხულობით ის აარეში კვირაში რამდენჯერმე ბანაობს. ანას თქმით, შესაძლოა, ბერნის ხალხი თავიდან მეგობრული არ მოგეჩვენოთ, თუმცა აარეზე ყოფნის დროს ყველაფერი იცვლება. მდინარე ხალხის გასაცნობად, ძველი მეგობრების სანახავად და ოჯახის წევრებთან თუ უცხო ადამიანებთან კარგი დროის გასატარებლად იდეალური ადგილია.
მდინარეში ჩასახტომად Schönausteg-სა და Altenbergsteg-ს გვირჩევენ. ორივე მათგანი შედარებით დაბალი ხიდებია. Altenbergsteg-ი სერფერების საყვარელი სასტარტო წერტილიცაა.
Altenbergsteg
მდინარე აარეში ცურვისას იუნესკოს მიერ დაცულ ძეგლებს ჩაუვლით და ბერნის დათვალიერების უნიკალურ გზასაც გამოცდით. ძველი ქალაქის დათვალიერება თუ გსურთ, ნაპირზე Lorrainebad-ის მახლობლად უნდა გადმოხვიდეთ.
მაგრამ, ძალიან მოდუნებულებიც არ უნდა იყოთ! აარეში ბანაობას მხოლოდ გამოცდილ მოცურავეებს ურჩევენ.
რადგანაც მდინარეს საკმაოდ სწრაფი დინება აქვს, მარტივად შეიძლება გაგიტაცოთ. აუცილებელია, ვიცოდეთ თუ სად არის წყალში ჩასვლა და ნაპირზე გადმოსვლა ყველაზე უსაფრთხო, ადგილობრივებმა ყველაზე კარგად იციან სად ჩქარდება და ნელდება დინება.
ფოტო: Bern Welcome
უსაფრთხო ცურვისა და გართობის გარანტი ისიც არის, რომ მდინარეში ჩაყვინთვამდე ზედმეტი ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არ იყოთ. 2013 წელს 24 ადამიანი წყალში მხოლოდ იმიტომ დაიხრჩო, რომ ფხიზელ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ. ასე რომ, ეს რჩევა ყველაზე ყურადსაღებია.
ასევე, თუ ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარის დონე გაზრდილია, ცურვა რეკომენდებული არ არის. ეს იმიტომ, რომ შესაძლოა ცურვის დროს ხის მორებს ან სხვა მოტივტივე საგნებს შეეჯახოთ.
ფოტო: Alamy
თუ შვეიცარიაში ზაფხულის გატარებას გეგმავთ და აარეში შეცურვაც გსურთ, "Bern Tourism"-ს უსაფრთხოების წესები ზედმიწევნით აქვს გაწერილი და შეგიძლიათ, წინასწარ გაეცნოთ. ადგილობრივების თქმით კი, მდინარეში ბანაობა განსაკუთრებით სასიამოვნო საღამოს, მზის ჩასვლის დროსაა, როცა წყალი მზის სხივებითაა გამთბარი და თან მოცურავე ხალხიც ნაკლებია. თუ მაინცდამაინც ცურვის მოყვარულები არ ხართ, შეგიძლიათ გასაბერი ნავები დაიქირაოთ და ქალაქი ასე დაათვალიეროთ.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.
თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები – უნიკალური ინტერიერი, გემრიელი კერძები და განსაკუთრებული ატმოსფერო. აღმოაჩინეთ საუკეთესო კაფეები და რესტორნები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.
ათენი წლის ნებისმიერ დროს უნიკალურია – აღმოაჩინეთ ქალაქის ისტორია, კულტურა, გასტრონომია და ენერგიული ღამის ცხოვრება. გაიგეთ, რა უნდა მოინახულოთ, სად უნდა ისადილოთ და როგორ შეიგრძნოთ ათენის ავთენტური ატმოსფერო.