#მოდა

შეიხა მოზა - კატარის ყველაზე გავლენიანი და გემოვნებიანი ქალი

გაზიარება:

მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი თანამედროვე არაბული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობადი ფიგურაა. მისი ყოველი გამოჩენა, იქნება ეს საერთაშორისო ღონისძიებაზე თუ ოფიციალურ შეხვედრაზე, არასდროს რჩება მოდის სამყაროში შეუმჩნეველი. მოზას ნებისმიერი ლუქი შეიხას პიროვნების, არაბული კულტურისა და სამეფო სტატუსის გამოხატულებაა, ხშირად კი - ნათელი პოლიტიკური გზავნილიც.

მოზა 1959 წელს, ოპოზიციონერისა და პოლიტპატიმრის ოჯახში დაიბადა, ხოლო 1997 წელს კატარის ყოფილი ამირას, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის მეორე მეუღლე გახდა. იგი ამჟამინდელი ამირას დედა და კატარის სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა - მისი ბიოგრაფიის მხოლოდ ეს ნაწილიც კი შეიხას ცხოვრებისადმი უდიდეს ინტერესს ბადებს.

შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი, Moza bint Nasser, კატარის სამეფო ოჯახი
შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი კატარის სახელმწიფოს მსოფლიო ელჩია და მისი კულტურული გავლენის გამო, კატარის რეალურ მმართველადაც კი მოიხსენიებენ

მოზას გარშემო ყველაფერი საინტერესოა, განსაკუთრებით კი მისი სტილი: რას იცვამს, როგორი სამკაული უკეთია, როგორ აკეთებს დასავლური და აღმოსავლური მოდის სინთეზს.

შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი, Moza bint Nasser, კატარის სამეფო ოჯახი, elizabeth II, ელისაბედ მეორე
ვალენტინოს წითელ კაბაში გამოწყობილი შეიხა მოზა და დედოფალი ელისაბედ მეორე. ფოტო: Kieran Doherty/Getty Images

მისი ჩაცმულობა ყოველთვის ჰარმონიაშია არაბული კულტურის ფასეულობებთან, რელიგიურ ტრადიციებთან და პირად გემოვნებასთან. მის თითოეულ ლუქში იგრძნობა ინდივიდუალური ხასიათი - თითქოს დიზაინი მხოლოდ და მხოლოდ მისთვის შეუქმნიათ.

შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი, Moza bint Nasser, კატარის სამეფო ოჯახი
შეიხა მოზა ვალენტინოს 2001 გაზაფხული/ზაფხულის კოლექციასა და Mikimoto-ს მარგალიტის ყელსაბამში

შეიხა მოზა ხშირად ჩნდება Valentino-ს, Chanel-ის, Dior-ის, Schiaparelli-სა თუ Stephane Rolland-ის კუტურში. თუმცა მისთვის სამოსი არასოდეს ატარებს მხოლოდ ესთეტიკურ მნიშვნელობას, ის მოზას იდენტობისა და სოციალური სტატუსის მკვეთრი გამოხატულებაა.

sheikha moza, VALENTINO, შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი, Moza bint Nasser, კატარის სამეფო ოჯახი
2013 წელს ნიდერლანდების მეფის კორონაციაზე შეიხა David Webb-ის უნიკალური სამკაულითა და ვალენტინოს სამოსით გამოჩნდა

შეიხას სტილში მხოლოდ სამოსი არ იქცევს ყურადღებას, მისი სამკაულების კოლექციაც არანაკლებ შთამბეჭდავია. ამის მკაფიო მაგალითია Cartier-ის სამკაულის, სახელად Eternity-ის მოზასთვის დამზადებული ვერსია, რომელშიც ზურმუხტები თეთრი ბრილიანტებითაა შეცვლილი.

cartier eternity snake necklace, შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი, Moza bint Nasser, კატარის სამეფო ოჯახი

თუმცა შეიხა მოზას გავლენა მოდით არ შემოიფარგლება. ის არაბი ქალებისთვის სიძლიერისა და შთაგონების წყაროა. 2018 წელს მოზამ დააარსა Fashion Trust Arabia, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ახალგაზრდა დიზაინერებს ეხმარება და მოდის სამყაროს უამრავ კარს უღებს.

შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი, Moza bint Nasser, კატარის სამეფო ოჯახი
შეიხა მოზა Armani Privé-ს ოტ კუტურში

ასევე აღსანიშნავია, რომ 2012 წელს მისი მხარდაჭერით კატარის საინვესტიციო ფირმამ, Mayhoola-მ Valentino 700 მილიონ ევროდ შეიძინა და ახლა ბრენდის 70%-ს ფლობს. შეიხა ხშირად ირჩევს ამ ბრენდის უახლეს თუ ვინტაჟურ ნამუშევრებს. მოზა ფლობს ტყავის მწარმოებელი ფრანგული კომპანიის, Le Tanneur-ის ნაწილს და ბრიტანულ მოლს, Harrods-ს.

Sheikha Mozah Bint Nasser al-Missned, Spanish Queen Sofia, შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი, Moza bint Nasser, კატარის სამეფო ოჯახი
კატარის შეიხა მოზა და ესპანეთის დედოფალი სოფია. 2011 წელი, ფოტო: Reuters

შეიხას სტილთან დაკავშირებით ყველაზე ინსპირაციული კი ალბათ ის არის, რომ მის გარდერობში აღმოსავლური ტრადიციით შთაგონებული სამოსი იდეალურად ერწყმის დასავლური მაღალი მოდის დიზაინებს.

შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი, Moza bint Nasser, კატარის სამეფო ოჯახი
თურქეთის პირველ ლედისთან შეხვედრაზე შეიხამ ვალენტინოს 2023 წლის კოლექციის დიზაინი მოირგო

შეიხას სტილის ნაწილია კულტურული სინთეზი, მოზას ხშირად აცვია ევროპელი დიზაინერის კაბა ტრადიციული აბაიას ფორმით ან ადგილობრივი დიზაინერის ნამუშევრები, რომლებიც თანამედროვე მოდის სტანდარტებთან თანხვედრაშია. ის ხშირად ატარებს არაბულ ბრენდებს როგორებიცაა Harlienz თუ Yasmin Mansour.

შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი, Moza bint Nasser, კატარის სამეფო ოჯახი, Schiaparelli haute couture
შეიხა მოზა Schiaparelli-ს 2021 წლის ოტ კუტურში

საჯარო გამოსვლებზე შეიხა ძირითადად მკაცრ, ფორმალურ ლუქებში ჩნდება. ის უნიკალურად პოულობს ბალანსს ქალურობასა და სიძლიერეს შორის და ამტკიცებს, რომ ეს ორი თვისება არათუ ეწინააღმდეგება, არამედ იდეალურად ავსებს ერთმანეთს.

შეიხა 2015 წლის ზაფხულში, არაოფიციალური ვიზიტით თბილისს ესტუმრა, დედაქალაქი დაათვალიერა და მშრალი ხიდის ბაზრობასაც შეავლო თვალი. 

შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი, Moza bint Nasser, კატარის სამეფო ოჯახი
შეიხა მოსა ვალენტინოს ოტ კუტურში

შეიხა მოზა ნამდვილი სტილის მუზაა. ის უბრალოდ კი არ ატარებს მაღალი მოდის შედევრებს - თითოეულ მათგანში თავის ხასიათს, ბუნებას და თავისი ქვეყნის კულტურას აქსოვს.

ზევით