მოდის მოყვარულები, და არა მხოლოდ, კარგად იცნობენ შანელის ფეხსაცმელს, რომელიც ორ ტონალობაშია წარმოდგენილი: სპილოსძვლისფერსა და შავში. ლეგენდარული ფეხსაცმელი 1957 წელს გამოჩნდა მოდელებზე, თუმცა იგი 20 წლით ადრე იყო ჩაფიქრებული და გაბრიელ შანელს მანამდე უკვე ემოსა ფეხზე. იქამდე, კოკო შანელმა მაღალი მოდის მოყვარულებს თავი „პატარა შავი კაბით“, ტვიდის პიჯაკისა და ქვედაბოლოს ორეულით და დალიანდაგებული ჩანთებით დაამახსოვრა. მათ რიცხვს კი მალევე შემატა ეს მოხდენილი ფეხსაცმელიც, რომელიც უბრალო, მაგრამ დახვეწილ ფორმასთან ერთად მოხერხებულიც იყო და მისი დილიდან საღამომდე ტარება შეიძლებოდა. როგორც თვითონ დიზაინერი იტყოდა, ეს ფეხსაცმელი ელეგანტურობის პიკი იყო.
„შეგეძლოთ დილით სახლიდან ამ ფეხსაცმლით გასულიყავით, შემდეგ გესადილათ, კოქტეილის წვეულებაზე წასულიყავით, დილიდან საღამომდე გამოწყობილი ხართ“
ერთი შეხედვით უბრალო ფეხსაცმლის დიზაინში, გონივრული დეტალებია გათვალისწინებული. მაგალითად სპილოსძვლისფერი ფეხსაცმლის ფორმას აგრძელებს, ხოლო შავი ცხვირი ფეხს ამოკლებს, უფრო მოხდენილს აჩენს და ფეხის წვერს იცავს დიდი ხნით ტარებისგან რომ არ გადაიღალოს. ფეხსაცმლის ქუსლიც, რომელიც 5 სანტიმეტრია, საშუალებას იძლევა ფეხსაცმლით სიარულისას ერთდროულად თავი კომფორტულად და კოხტად იგრძნოთ.
ჯინა ლოლობრიჯიდა Chanel-ის მოდელებთან ერთად, 1964 წ.
შანელის სახლის ერთგულ, ცნობილ და ლამაზ კლიენტებს შორის იყვნენ რომი შნაიდერი, ჯინა ლოლობრიჯიდა და კეტრინ დენევი
რომი შნაიდერი ინტერვიუზე, „კანის ფილმის ფესტივალი“
რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ლეგენდარული ფეხსაცმელი პოდიუმზე ამჯერად უკვე კარლ ლაგერფილდმა გააცოცხლა, რომელსაც ფეხსაცმლის თავდაპირველი დიზიანის შეცლა არც უცდია, თუმცა სხვადასხვა ვერსიებით შესთავაზა ქალბატონებს.
Chanel შემოდგომა 2015, RTW კოლექცია
როგორც გაბრიელ შანელი, ისე კარლ ლაგერფილდიც თვლიდა, რომ ეს არის ფეხსაცმელი, რომელიც დროს უძლებს და ფეხს განსაკუთრებით ლამაზს აჩენს. ლაგერფილდის 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაც გაბრიელ შანელის ორიგინალ, 1957 წლის ფეხსაცმლის მოდელს მიეძღვნა, სადაც დიზაინერმა უფრო დელიკატური და თანამედროვე ინტერპრეტაციით წარადგინა ისინი.
ლოს-ანჯელესში გამართულ Academy Museum Gala 2025-ზე ჰოლივუდის წამყვანი მსახიობები და მოდის სახლები შეიკრიბნენ, რათა აღენიშნათ კინოს კულტურა და წარმოეჩინათ მაღალი მოდის თანამედროვე ტენდენციები.
TheDiary Concept House თბილისის შუაგულში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ერთიანდება კონცეპტუალური მაღაზია, ყავის ბარი, ფოტო და ვიდეო სტუდია და ონლაინ ჟურნალი The Diary. აქ ტარდება ღონისძიებები, გამოფენები და ბრენდების პრეზენტაციები, ხელმისაწვდომია ქართული დიზაინის ნამუშევრები და სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ყავით ან ღვინით.
ევროკომისიამ საცალო პარტნიორებისთვის ფასების ფიქსირების გამო Gucci, Chloé და Loewe 157 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმა. ეს შემთხვევა ცხადყოფს, თუ როგორ ეჯახება ფუფუნების სამყაროს იმიჯის შენარჩუნება ბაზრის სამართლიანობის პრინციპებს და სად გადის ზღვარი ექსკლუზიურობასა და კანონის დარღვევას შორის.