სერიალ Love Story-ს წარმატებამ და კეროლინ ბესეტისა და ჯონ კენედი უმცროსის სიყვარულის ისტორიამ კინოსა და მოდის ინდუსტრიას ორი ახალი ვარსკვლავი – სარა პიჯონი და პოლ ენტონი კელი აჩუქა. მათი წარმატებული მომავლის საუკეთესო დასტური Balenciaga-ს ახალი კამპანიაა, რომლის მთავარი გმირიც სწორედ სარა პიჯონია.
კამპანია სახელწოდებით „A New York Minute: Keep Rolling“ კინემატოგრაფიული ნამუშევარია, რომელიც მანჰეტენის უშრეტი, დაუღალავი ენერგიით არის შთაგონებული. სელინ სონგის რეჟისორობით შექმნილი სერია კინოსა და მოდას შორის არსებულ ზღვარს სრულიად შლის.
სტატიკური ფოტოების ნაცვლად, ბრენდი ცოცხალ სურათს გვთავაზობს, სადაც ნიუ-იორკი, თავისი გიჟური რიტმითა და სპონტანურობით, ერთ დიდ გადასაღებ მოედნადაა ქცეული. ამ ქაოსის ცენტრში კი სარა პიჯონია, რომლის დახვეწილი გარეგნობა იდეალურად ერგება ბრენდის ახალ ეპოქას.
მსახიობი ქალაქის რიტმში Balenciaga-ს ყველაზე საკულტო ჩანთებით ერთვება: Rodeo დილის რუტინისთვის, Le City დღის შეხვედრებისთვის და Le 7 Bowling საღამოს ვახშმისთვის.
დრამატულ სილუეტებში გამოწყობილი პიჯონი იისფერი პალტოთი, თავისუფალი სტილის მოკლე შარვლითა და ელეგანტური ნაცრისფერი კაბით ნიუ-იორკის დახვეწილ, თუმცა არაპროგნოზირებად ხასიათს განასახიერებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მაღალი მოდის ბრენდთან მისი პირველი ოფიციალური კამპანიაა, პიჯონის მიმართ წამყვანი მოდის სახლები უკვე დიდ ყურადღებას იჩენენ. ის განსაკუთრებით დაუახლოვდა Chanel-ს და გასული წლის დეკემბერში ბრენდის Métiers d’Art ჩვენებასაც დაესწრო ნიუ-იორკში.
სარა პიჯონი ბალენსიაგას დიზაინში, SAG Awards 2026-ზე.
მალევე, ის პირველი რიგებიდან აკვირდებოდა Prada-ს Fall/Winter 2026 შოუს მილანში, რასაც პარიზის მოდის კვირეულზე Loewe-ს შოუზე ექსკლუზიური სტუმრის სტატუსი მოჰყვა. ამავე თვის დასაწყისში, სწორედ Loewe-მ შექმნა მისი Met Gala-ს სადებიუტო ლუქიც.
მიუხედავად იმისა, რომ პიჯონი კარიერის საწყის ეტაპზეა, იგი უკვე იქმნის იმიჯს, რომელიც სტანდარტული მსახიობის ჩარჩოებს სცდება. Balenciaga-ს უახლეს კამპანიაში ის თანამედროვე It Girl-ის ნამდვილი განსახიერებაა – გოგო, რომელსაც მხოლოდ ერთ ამპლუაში ვერასდროს იხილავ, ზუსტად ისე, როგორც თავად ნიუ-იორკია მრავალფეროვანი, ცვალებადი და შეუდარებელი.
TheDiary-ს რჩევით, ზაფხულის ჩანთაში მზისგან დამცავსა და წყალთან ერთად, ადგილი სეზონის მთავარ აქსესუარებსაც უნდა დაუთმოთ. ციფრული კამერა, პანამა, დიდი სათვალეები და პატარა სუნამოები ზაფხულის დღეებს უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის.
ფერადი, დიდი ზომის ბეჭდები, რომლებიც ყველაზე მარტივ ლუქსაც კი სრულიად ახალ ხასიათს სძენს, სეზონის მთავარი აქსესუარია. იმ ბრენდებს შორის, რომლებმაც ამ ტრენდის საინტერესო ვერსიები შექმნეს, არის ქართული NISSA – ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი, რომელსაც ნიცა მორჩაძე ქმნის.