საფერავისფერი – სეზონის ყველაზე დიდი ტრენდია. გინდ მას შინდისფერი, ღვინისფერი ან ალუბლისფერი უწოდოთ, ფაქტია, რომ მეწამულ-წითელმა ტონალობამ მოდის კვირეულები, ქუჩის სტილი და ბლოგერების ფიდი დაიპყრო.
საფერავისფერის ტრიუმფალური დაბრუნება 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებებზე შედგა, სადაც მუქი ალუბლისფერი სამოსი მრავლად ვიხილეთ, მათ შორის Erdem-ისა და Hermès-ის კოლექციებში. Gucci-მ კი ამ ფერის საგაზაფხულო ვერსიების ფართო არჩევანი შემოგვთავაზა – 2025 წლის გაზაფხულის კოლექციაში მრავლად იყო მსუბუქი და გამჭვირვალე ტოპები, თუ კაბები, ალუბლისფერი ტყავის მინი ქვედაბოლოები და ბომბორებიც კი.
Gucci S/S 2025Hermès S/S 2025
სტილისტებმა ეს ტენდენცია მალევე აიტაცეს და საფერავისფერი ისეთი ვარსკვლავების ლუქებში ვიხილეთ, როგორიც არიან ზენდაია, ტომ ჰოლანდი, რიანა, ჰეილი ბიბერი, ბარბარა პალვინი და პრიანკა ჩოპრა. მათ სტილში ეს ფერი გამორჩეულ დეტალად იქცა.
Rhode-ის დამფუძნებელმა, ჰეილი ბიბერმა, Saint Laurent-ის 2025 წლის გაზაფხულის კოლექციიდან ორმაგი ღილებიანი პიჯაკი მოდის ყველაზე აქტუალური ფერის – ბორდოსფერი ჰალსტუხითა და იმავე ფერის ატლასის კლაჩით დაამშვენა. სხვათა შორის, არცერთი ფერი ისე არ შეესაბამება ერთმანეთს, როგორც ნაცრისფერი და საფერავისფერი.
ვარსკვლავური წყვილი, ზენდაია და ტომ ჰოლანდი, 2024 წლის 24 ოქტომბერს ნიუ-იორკში, Tribeca-ს Greenwich Hotel-ში რომანტიკულ პაემანზე ბორდოსფერი ლუქებით გამოჩნდნენ. ზენდაიამ არჩევანი Nicolas Ghesquière-ისთვის შექმნილ Louis Vuitton-ის ტყავის კაბაზე შეაჩერა, რომელიც ღრმა V-ფორმის დეკოლტეთი და მეტალის ქამრით იყო გაფორმებული. ჰოლანდმა კი ზენდაიას კაბის ფერს მაისური შეუხამა, რომელიც შავი შარვლითა და თეთრი სპორტული ფეხსაცმლით დააბალანსა.
Gucci Cruise 2025 Fashion Show
საფერავისფერი 2025 წლის აბსოლუტური ჰიტია – ის მოდის ბრენდების ჩვენებების მთავარ ელემენტად იქცა, ფართოდ იყო წარმოდგენილი Chloé, Etro, Erdem, Bottega Veneta-სა და სხვა ბრენდების კოლექციებში და ახლა უკვე მაღაზიების მასობრივ კოლექციებშიც გადაინაცვლა.
წარმოგიდგენთ ტოპ 5 საფერავისფერ სამოსსა და აქსესუარს, რომელიც ჩვენი რედაქციის აბსოლუტური ფავორიტია:
1. SAINT LAURENT-ის ხელოვნური ტყავის ჩანთა ოქროსფერი დეტალებით
ზაფხული ახლოვდება და ყველა იმაზე ვფიქრობთ, სად გავექცეთ ქალაქის სიცხეს და სწრაფ რიტმს. The Diary–ს Cover Story–ში სწორედ ასეთ განტვირთვაზე, ქალაქგარეთ გასვლასა და დასვენებაზე ვსაუბრობთ. ჩვენი მთავარი გმირები კი მოდელი ანნა შელია და ყოფილი მორაგბე ლაშა ლომიძე არიან.
ლენი კრავიცის პარიზული რეზიდენცია Hotel de Roxy ფრანგული არქიტექტურის, პირადი ისტორიებისა და მუსიკალური მემკვიდრეობის ერთგვარი სინთეზია. 1920-იან წლებში აგებული ვილა დღეს უკვე ლენის ხელწერით გაფორმებული სივრცეა, სადაც იხილავთ ხელოვნების ნიმუშებს, ოჯახურ რელიქვიებსა და მუსიკოსის გრემის ჯილდოებს. სახლი, რომელიც ლენიმ დედამისს მიუძღვნა, სიმბოლურად როქსის ოცნების ასრულებად იქცა.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.