ხუთი რესტორანი, საიდანაც ქუთაისის საუკეთესო ხედი იშლება
თუ გსურთ ნამდვილი ქუთაისური სტუმართმოყვარეობა შეიგრძნოთ, დატკბეთ ულამაზესი ხედებით და, რა თქმა უნდა, უგემრიელესი ადგილობრივი კერძები დააგემოვნოთ, ქუთაისის ხუთ საუკეთესო რესტორანს გაგაცნობთ.
1966 წლის გარდამტეხი მომენტი იყო ბრენდისთვის, როდესაც Yves Saint Laurent-მა Rive Gauche-ის ხაზით მაღალი მოდა პარიზის სალონებიდან ქუჩაში გაიყვანა. Pre-Fall 2025-ის კოლექცია სწორედ ამ მეხსიერებასა და თანამედროვეობას შორის ამყარებს წონასწორობას.
ენტონი ვაკარელოსთვის მოდა არასდროს ყოფილა გადაჭარბებული ემოციების ან დროებითი ყურადღების საკითხი. ის აგრძელებს Saint Laurent-ის მემკვიდრეობას, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. Pre-Fall 2025-ის კოლექციაში კუბოკრული პიჯაკები აბრეშუმის ქვედაბოლოებთან არის შეხამებული – ვიზუალური დიალოგი, რომლის მეშვეობითაც კრეატიული დირექტორი ყოველდღიურობასა და ელეგანტურობას შორის არსებული საზღვრების წაშლას ცდილობს, თითქოს ტანსაცმელი საკუთარ თავში ატარებს არჩევანის თავისუფლებას.
ვაკარელო არ ცდილობს 1966 წლის რეკონსტრუქციას – ის ამ პერიოდს ახლებური ინტერპრეტაციით წარმოსახავს. აცნობიერებს, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და ისიც იცის, რომ ქალების ყოველდღიური ცხოვრება დღეს სხვა ტემპით ვითარდება. მოდა, მისი ხედვით, აღარ არის მხოლოდ ოცნებისთვის განკუთვნილი სივრცე – ის რეალურ სიბრტყეზე უნდა იდგეს, თუმცა ამავდროულად ოცნების უფლება არ უნდა წაართვას.
ეს კოლექცია ნოსტალგიაზე არ დგას. ის იმ ვიზუალური კოდების განახლებას ცდილობს, რომლებიც Saint Laurent-ის სახლისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო – სილუეტის სიზუსტე, თავშეკავებული პროვოკაცია და სტილის სიმარტივე. დღეს ამ კოდების ინტეგრირება თანამედროვე ქალის ყოველდღიურ გარდერობში ხდება.
ვაკარელოს Saint Laurent-ი შორიდან მოპოვებულ აღტაცებას არ ეძებს – ის თავად გეპატიჟება თავშეკავებული თავდაჯერებით, გამოკვეთილი სილუეტებითა და იმ ბუნებრიობით, რომელიც ტანსაცმელს მხოლოდ მაშინ ეძლევა, როდესაც ის ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა. ამ მიდგომას ზუსტად აგრძელებს Pre-Fall 2025-ის კამპანიაც, რომლის ერთ-ერთი სახეა მატილდა გვარლიანი – და არავინ, ისე როგორც მატილდა, არ ირგებს ვაკარელოს ამ თავშეკავებულ ამბოხს.