ბექჰემების ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდამ ექცევა და მიზეზი კი მათი იდეალური ოჯახური ურთიერთობები, წარმატება და სტილია, რომელიც უდაოდ, ბექჰემების ოჯახის ყველა წევრს გამოხატულად გააჩნია.
ბექჰემები ჟურნალ Vogue-ს ფოტოსესიაზე
დევიდ ბექჰემი 90-იანი წლებიდან ერთ-ერთ გემოვნებიან მამაკაცად ითვლება და როგორც ჩანს, 18 წლის რომეო ბექჰემი დევიდს კვალდაკვალ მიყვება. აღსანიშნავია, რომ შვილი მამის კარიერულ კვალს არ გაყვა და ფეხბურთს მოდელობა ამჯობინა.
დევიდ ბექჰემი მოსფლიოს ყველაზე გემოვნებიან მამაკაცად ითვლება
დაათვალიერეთ მამა-შვილის ფოტოგალერეა, სადაც ვარცხნილობითა თუ ჩაცმულობის სტილით, დევიდი და რომეო გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს.
1/6
რომეო მამას ვარცხნილობის სტილში ხშირად ბაძავს
2/6
პიჯაკსაც ორივე ერთნაირი ელეგანtურობით იხდენენ
3/6
როდესაც საქმე ყოველდღიურ ტანსაცმელს ეხება, მამა-შვილი ჰუდებს ირჩევს
4/6
ყველაზე basic ქუდებსაც კი ორივე ძალიან გემოვნებიანად იხდენს
5/6
რომეო დევიდის მსგავსად ხშირად ეუბნება „კის" ნაწნავებს და არაცერთ მამაკაცს ისე არ უხდება იგი, როგორც ბექჰემების ოჯახის წევრებს
6/6
დევიდ ბექჰემი თავის სპორტულ ზედას მოედანზე იცვამს მხოლოდ, რომეო კი ყოველდღიურობაშიც ირგებს
Delfos-ის საზაფხულო კამპანია ამჯერად ცნობილ იტალიურ ბრენდს - Boccadamo-ს ეძღვნება, რომლის სახეც ლიკა ქორქიაა. ბრენდის კოლექციების მთავარი ხიბლიც მის მრავალფეროვნებასა და უნივერსალურობაშია.
ლუპიტა ნიონგომ ლოს-ანჯელესის სახლი Crate & Barrel-ის დიზაინის გუნდთან ერთად განაახლა. ინტერიერში მთავარი ადგილი ბუნებრივ ხედებსა და მყუდრო გარემოს ეთმობა.