ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
დღევანდელი დღე მორიგი ექსპერიმენტული რეცეპტით უნდა გავამდიდროთ, ყვავილოვანი კომბოსტოს „ჭვიშტარზე“ რა აზრის ხართ? If.ge-მ ჩვენს მკითხველს ამ უგემრიელესი ხემსის რეცეპტი გაუზიარა. სულ რაღაც 6 ინგრედიენტი და 30 წუთი საკმარისია იმისათვის, რომ მთელი ოჯახისთვის განუმეორებელი „ჭვიშტარი“ მოამზადოთ.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
1. ყვავილოვანი კომბოსტო დააქუცმაცეთ ისე, რომ ფქვილის კონსისტენცია მიიღოს. ჯამში მოათავსეთ დაფქული ყვავილოვანი კომბოსტო, გახეხილი ყველი, კვერცხი და ფქვილი, მარილი მოაყარეთ იმის მიხედვით, თუ როგორი მარილიანობის ყველი გაქვთ.
მოაყარეთ პილპილი.
2. ლანგარზე მოათავსეთ საცხობი ქაღალდი და გადაიტანეთ მასა. მიეცით სასურველი ფორმა.
3. გამოაცხვეთ 200° გრადუსზე 15-20 წთ. (გაოქროსფერებამდე)