ბომბარდირის ლაბუბუ
გიორგი მიქაუტაძე Ligue 1-ის გახსნის ტურზე Labubu-ს ტრენდული აქსესუარით გამოჩნდა. ქართველი ბომბარდირი ამჯერად მოედნის მიღმაც მოხვდა ყურადღების ცენტრში – Louis Vuitton-ის ჩანთაზე მორგებული Labubu-ს სათამაშოთი.
არაფერი უხდება ახალი წლის დღეებსა და ღამეებს ისე, როგორც ცხელი, არომატული გლინტვეინი. ტრადიციული სადღესასწაულო სასმელი, რომელიც წითელი ღვინისა და სანელებლებისგან მზადდება, ყოველთვის საუკეთესო არჩევანია დიდი თავშეყრისთვის და დაუვიწყარი წუთების გასალამაზებლად.
მოიმარაგეთ საჭირო ინგრედიენტები, მიჰყევით მომზადების წესს ზუსტად და დატკბით თქვენი საახალწლო გლინტვეინით საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
ინგრედიენტები:
წითელი მშრალი ღვინო 2 ლიტრი
დარიჩინის ჯოხი 4 ცალი
ანისის ვარსკვლავი 2 ცალი
მიკახი 7-8 ცალი
სურნელოვანი პილპილი 8 ცალი
ფორთოხალი 1 ცალი
ყავისფერი შაქარი 1-2 ს.კ.
მომზადების წესი:
1. დაბალ ცეცხლზე მოათავსეთ ქვაბი და ჩაასხით ღვინო.
2. დაუმატეთ სუნელების მიქსი, ყავისფერი შაქარი და ფორთოხალი.
3. თუ ნაკლები ალკოჰოლით გსურთ აადუღეთ 2-3 წთ.
4. თუ კლასიკური გლინტვეინი გსურთ სითხე გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წთ. ისე, რომ ქვაბში არ ათუხთუხდეს.