პასტას ათასგვარ უგემრიელეს ვარიაციათა შორის, დღეს თქვენთვის If.ge-თან ერთად, მარტივად მოსამზადებელი, მადისაღმძვრელი ალიო ოლიო პეპერონჩინოს რეცეპტი შევარჩიეთ. სულ რაღაც 6 ინგრედიენტი და 30 წუთია საჭირო იმისათვის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, გემრიელი და მარტივი პასტა მოამზადოთ იტალიური სამზარეულოდან.
ყურადღებით მიყევით მომზადების წესებს და ისიამოვნეთ მიღებული კერძით

ინგრედიენტები:
- წითელი წიწაკა ჩილი 1 ცალი
- ნიორი 2 კბილი
- ოხრახუში 30 გრ.
- ზეითუნის ზეთი 30 გრ.
- პასტა
- პასტის წყალი
მომზადების წესი:
1. წვრილად დაჭერით წიწაკა, ნიორი და ოხრახუში. ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დააყარეთ ნიორი და წიწაკა და მოთუშეთ 2 წთ.
2. დაასხით პასტის წყალი და დაამატეთ პასტა და ოხრახუში.
3. წყალი დაამატეთ სოუსის გასასქელებლად, მოაყარეთ მარილი გემოვნებით.