ფანტასტი მწერლების მიერ, ასეულობით წლის წინ გამოგონილი ტექნოლოგიები დღეს ნელ-ნელა რეალობად იქცევა. რამდენიმე დღის წინ, Meta-მ ჭკვიანი სათვალეების მეორე თაობა, Ray-Ban Meta Smart Glasses წარმოგვიდგინა, რომელიც წინამორბედის Ray-Ban's Stories-ისგან განსხვავებით, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. პირველი თაობის, Ray-Ban's Stories ელემენტი სუსტი გახლდათ, რეზოლუცია კი საკმაოდ დაბალი ფოტო, თუ ვიდეო კონტენტის გადასაღებად. რაც შეეხება Ray-Ban Meta Smart Glasses-ს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Ray-Ban Stories 5 მეგაპიქსელიანი კამერა 12 მეგაპიქსელიანი რეზოლუციით ჩანაცვლდა, რაც ცხადია, გადაღებისას დიდ სხვაობას იძლევა.
როგორც ჩანს, Meta-ს გუნდმა საკმარისი ყურადღება დაუთმო რეზოლუციის გაუმჯობესებას, რაც მეორე თაობის ჭკვიან სათვალეზე ნათლად აისახა. მაღალი გარჩევადობის წყალობით, დღეს Ray-Ban Meta Smart Glasses ბევრად ხარისხიან ფოტოებს იღებს, ვიდრე მისი წინამორბედი და 1080p ვიდეოს გადაღება 60 წამამდე ფორმატით შეუძლია. სათვალეებს Qualcomm Snapdragon AR1 Gen1 ჩიპი კვებავს. Ray-Bans-ის მთავარი ხიბლი კი მასში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი - Meta AI გახლავთ, რომელიც მზადაა ხმოვანი ბრძანებების შესასრულებლად.
მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც კონტენტის შემქმნელებს აუცილებლად მოხიბლავთ, Instagram-სა და Facebook-ზე პირდაპირი ტრანსლაციის შესაძლებლობას იძლევა. მარტივად, ბრძანების მიცემის შემდეგ, Ray-Ban Meta Smart Glasses-ის მფლობელებს Live ტრანსლაციის ჩართვა და კომენტარების პირდაპირ სათვალის ეკრანზე წაკითხვა ხელების გამოუყენებლად შეუძლიათ. პირდაპირი ტრანსლაციის ფუნქცის გამოცდა ფორმულა ერთის მრბოლელს - შარლ ლეკლერს დაევალა, რომელიც Ray-Ban Meta Smart Glasses-ის კამპანიის სახედ გვევლინება. შარლმა ჭკვიანი სათვალეების დახმარებით, მილიონობით გამომწერს go-kart სესია Live რეჟიმში გაუზიარა.
ყველა სიკეთესთან ერთად, Ray-Ban Meta Smart Glasses-ში მიკროფონი და დინამიკებია ჩაშენებული, შესაბამისად სათვალე wireless ყურსასმენის ფუნქიასაც ასრულებს.
როგორც Meta-ს გუნდმა დააანონსა, მომავალი განახლებების კვალდაკვალ, ჭკვიან სათვალეებს მსოფლიოს ღირსშესანიშნაობების აღმოჩენის და მათ შესახებ ინფორმაციის მოწოდების ფუნქციაც დაემატება, რაც Ray-Ban-ის მფლობელებისთვის მოგზაურობას ორმაგად სასიამოვნო პროცესად აქცევს. გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, ჭკვიან სათვალეს მხედველობის არეალში არსებული წარწერების სხვადასხვა ენიდან თარგმნა რეალურ დროში შეეძლება. თუმცა, Google-ს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია AR სათვალესთან დაკავშირებით.
თანამედროვე ფეხბურთელები სტილის ახალ არქეტიპებს ქმნიან: დევიდ ბექჰემი, ექტორ ბელერინი, კრიშტიანუ რონალდუ, პოლ პოგბა და სხვა სპორტსმენები style icon-ებად იქცნენ. ზოგიერთი მათგანი კი — როგორც ხვიჩა კვარაცხელია — საკუთარ პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ ქუჩაში ან სოციალურ მედიაში ისევე შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, როგორც მოედანზე.
Weekend Max Mara-ს საზაფხულო კოლექცია, სახელწოდებით A Weekend with Ashley Park, ჰაეროვან, კომფორტულ და ელეგანტურ სამოსს გთავაზობთ, რომელიც იდეალურია როგორც ქალაქის ცხელ ქუჩებში, ისე ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე სასეირნოდ.
აბაზანის დიზაინი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკის, არამედ კომფორტისა და ფუნქციურობის თვალსაზრისითაც. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ აბაზანის დიზაინის საინტერესო იდეებს.