რუბრიკის „გინეკოლოგის კაბინეტი" ავტორი ანა კაშია დღეს საშვილოსნოს ულტრაბგერითი კვლევების მეთოდებს განიხილავს.
ანა კაშია
ულტრაბგერითი კვლევები საშვილოსნოს გამოკვლევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომელის საშუალებას გვაძლევს განვასზღვროთ მისის ზომები, ფორმები და სტრუქტურა.
ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა
ითვლება, რომ ამ სახის ულტრაბგერითი კვლევა ყველაზე ინფორმატიული კვლევაა გინეკოლოგიაში. ტრანსვაგინალური კვლევა ტარდება საშოს გავლით. ულტრაბგერის აპარატის სპეციალური თავაკი თავსდება საშოში, რომელიც აღწევს საშვილოსნოს ყელამდე და იძლევა საშუალებას უფრო კარგად ვიზუალიზირდეს და შეაფასოს საშვილოსნოს ღრუ, საშვილოსნო, საკვერცხეები და მილები.
ტრანსვაგინალური უტრაბგერითი კვლევის დროს რეკომენდირებულია დაცლილი შარდის ბუშტი. პროცედურა არ არის მტკივნეული , ასოცირდება მცირე დისკომფორტთა.
ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევის არ ტარდება შემდეგი ჩვენებების დროს:
• საქალწულე აპკის მთლიანობა,
• სექსუალურად არააქტიური ქალები,
• პაციენტის უარი აღნიშნული პროცედურის ჩატარებაზე.
აბდომილაური ულტრაბგერითი კვლევა
ამ სახის ულტრაბგერითი კვლევა ტარდება მუცლის გავლით. ულტრაბგერის აპარატის სპეციალური თავაკი, რომელსაც მხედველობის გააუმჯობესებლად წასმული აქვს სპეციალური ჟელე, თავსდება მუცლის ზედაპირზე და ხდება ორგანოების ვიზუალიზაცია. აბდომინალური ულტრაბგერით კვლევას ირჩევენ, თუ კი მოიაზრება დიდი ზომის წარმონაქმნის არსებობა. ამ კვლევის დროს აუცილებელ პირობას წარმოადგენ სავსე შარდის ბუშტი, რათა კარგად მოხდეს ორგანოების ვიზუალიზაცია.
ქართული სამკაულების ბრენდი BIZU უკვე ამერიკულ ბაზარზეა წარმოდგენილი და ჰოლივუდის ვარსკვლავების ყურადღებაც მიიპყრო. შეი მიტჩელი, ჯესიკა სიმპსონი და ჰეილი კიოკო იმ ცნობილ ადამიანებს შორის არიან, რომლებმაც ბრენდის გამორჩეული სამკაულები მოირგეს.
რეალითი შოუს ვარსკვლავი და ბიზნესმენი კიმ კარდაშიანი მონაკოს გრან-პრიზე გამოჩნდა, სადაც Ferrari-ის პილოტსა და მის ახალ შეყვარებულს, ლუის ჰემილტონს გულშემატკივრობდა.
დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა 31 მაისს ლონდონში, ისტორიულ Old Marylebone Town Hall-ში გამართულ ინტიმურ ცერემონიაზე იქორწინეს. წყვილი უახლოეს დღეებში ქორწილის აღნიშვნას სიცილიაში, ვარსკვლავური სტუმრების გარემოცვაში აპირებს.