სამხრეთ პორტუგალიაში, ფერმის ნანგრევებზე უზარმაზარი კურორტია გაშენებული. Quinta do Lago გასული საუკუნიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში ხელიდან-ხელში გადადიოდა. დღეს კი მას ირლანდიელი მილიარდერი, დენის ო'ბრაიანი განაგებს.
იტალიურ ფიჭვებში ჩაფლული Quinta do Lago ალგარვეში, Ria Formosa-ს ნაკრძალში მდებარეობს. ის ძვირფას რესტორნებს, გოლფის მოედნებს, სპორტულ კლუბებს, სასტუმროს, კერძო სახლებსა და ქვიშის სანაპიროს მოიცავს. ეს არის ადგილი, სადაც ოჯახსა და მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი დროის გატარებაა შესაძლებელი.
Quinta do Lago ევროპის მოწინავე გოლფის კურორტია
Quinta do Lago მაღალი ხარისხის რესტორნებითაა ცნობილი. კურორტი ყველა ტიპის მომსახურების მიღების შანსს იძლევა. რესტორნების ნაწილში დაგხვდებათ მშვიდი, ფორმალური გარემო, შეგეძლებათ პირდაპირ ეთერში უყუროთ მსოფლიოს სპორტულ მატჩებსა და ჩემპიონატებს. შეფები ხმელთაშუა ზღვის ცოცხალ პროდუქტებს, შეშაზე გამომცხვარ პიცას, ჯანსაღ სალათებსა და დესერტებს გვთავაზობენ.
Gigi's Bar
აზიური სამზარეულოს მოყვარულებისთვისაც უამრავი შეთავაზებაა. აქვეა სტეიკის სახლები, ტრადიციული პორტუგალიური და ვეგეტარიანულ/ვეგანური სამზარეულოები. ყველა მათგანს უნიკალური ხედი და გარემო გამოარჩევს.
რესტორანი Dano's
საოჯახო რესტორანი Dano’s კი, LUX Life Magazine-მა 2020 წელს ალგარვეს საუკეთესო ბარ-რესტორნადაც კი დაასახელა. რესტორანი Quinta do Lago-ს მთავარი სპორტული ცენტრის, The Campus-ის შუაგულში მდებარეობს. მენიუში შეხვდებით ადგილობრივ სეზონურ კერძებს. ინტერიერი კი ელეგანტური, ვინტაჟური და მდიდრული ავეჯით, ორნამენტებითა და დეტალებითაა გაფორმებული.
სახლი, რომელშიც ემა რობერტსი ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა ჰოლივუდ ჰილზე მდებარე თბილი და კომფორტული სივრცეა. მსახიობმა ეს ვინტაჟური ინტერიერითა და მყუდრო ატმოსფეროთი გამორჩეული სახლი 4.8 მილიონ დოლარად გაყიდა.
ლოს-ანჯელესში გამართულ Academy Museum Gala 2025-ზე ჰოლივუდის წამყვანი მსახიობები და მოდის სახლები შეიკრიბნენ, რათა აღენიშნათ კინოს კულტურა და წარმოეჩინათ მაღალი მოდის თანამედროვე ტენდენციები.
TheDiary Concept House თბილისის შუაგულში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ერთიანდება კონცეპტუალური მაღაზია, ყავის ბარი, ფოტო და ვიდეო სტუდია და ონლაინ ჟურნალი The Diary. აქ ტარდება ღონისძიებები, გამოფენები და ბრენდების პრეზენტაციები, ხელმისაწვდომია ქართული დიზაინის ნამუშევრები და სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ყავით ან ღვინით.