2026 წლის მზის სათვალეების მთავარი ტენდენციები
2026 წლის ზაფხულის მზის სათვალეების მთავარი ტენდენციებია მასიური ფორმები, სპორტული სტილის სათვალეები, თხელი მეტალის ჩარჩოები, cat-eye ფორმა და ფერადი ლინზები.
ზაფხულის დასრულებამდე სულ ერთი კვირა დარჩა, ბოლო ორი წელია COVID 19-ის გავლენით ყველაზე უცნაური და რთული სეზონის მომსწრენი ვართ, ჩაკეტილი საზღვრების და სამოგზაურო მიმართულებების მწირი არჩევანით. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც სრული ვაქცინაციის და კოვიდ-პასპორტის მიღების შემდეგ მოგზაურობა და უზღვავი ენერგიის მიღება თავისუფლად მოახერხეს.
ნინუცა ორჯონიკიძეს საზაფხულო მიმართულება საბერძნეთის ზღაპრული კუნძული მიკონოსია, რომელსაც მთელი თავისი დიდებულებით, ფერებითა და ხალისით ნინუცა 52 ათას გამომწერს ყოველდღიურად უზიარებს Instagram-ზე.
„მის საქართველო“ 2011 - ჯანეტ ქერდიყოშვილისთვის საზაფხულო თავგადასავლები მხოლოდ ახლა დაიწყო, ჯანეტი და მისი მეუღლე ნოე პირველ ყოვლისა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესულ ქალაქ დუბროვნიკს ესტუმრნენ, შემდეგ კი თავგადასავლების ძიება მადრიდში, ესპანეთში განაგრძეს.
ახალგაზრდა ქართველმა მოდელმა ზაფხულის დღეები საფრანგეთსა და ესპანეთში გაატარა, მატილდა სამუშაოსა და დასვენებას იდეალურად უთავსებდა ერთმანეთს.
მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი კი მეგობრებთან ერთად თურქეთის უმშვენიერეს სანაპიროებზე ატარებდა ზაფხულის ცხელ დღეებს და გამომწერებსაც აქტიურად უზიარებდა პირად გამოცდილებებს.