იცოდით, რომ კვლევების მიხედვით, ჩვენი ემოციების 75%-ზე უდიდეს გავლენას სურნელი ახდენს? ვიქნებით მშვიდი, თავდაჯერებული თუ ენერგიით სავსე - ხშირად სწორედ იმ არომატზეა დამოკიდებული, რომელშიც ვტრიალებთ. გამოდის, რომ სუნამო მხოლოდ სასიამოვნო სურნელი აღარ არის - მას აქვს ძალა, ერთი მიპკურებით გვაგრძნობინოს თავი განსაკუთრებულად.

სწორედ ეს საიდუმლო ამოხსნეს INITIO Parfums Privés-მ და dsm-firmenich-მა და წარმოგვიდგენენ ახალ სუნამოს - POWER SELF-ს, რომელიც უკვე საქართველოში, ლუტეციაშიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. სახელწოდება უკვე მიგვანიშნებს, რომ ამ არომატს შეუძლია, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად გვაქციოს.

ყვავილების სიფაქიზე თბილ და ცოცხალ ტონებს ერწყმის - შედეგად ვიღებთ სუნამოს, რომელიც ერთდროულად ნაზიცაა და ძლიერიც. POWER SELF, სხვა სუნამოებისგან განსხვავებით, მხოლოდ კანის ზედაპირზე არ რჩება - ის სხეულისა და გონების სიღრმეში აღწევს და თავდაჯერებულობას, სიმტკიცესა და სიმშვიდეს აღვიძებს.
ეს სუნამო Hedonist კოლექციის ნაწილია - ხაზისა, რომლის არომატებიც ჩვენი ემოციური ან შინაგანი მეტამორფოზის ნაწილი ხდებიან.

ამ კოლექციაში თითოეულ სუნამოს თავისი მისია აქვს: REHAB სხეულს ამშვიდებს, MUSK THERAPY - გრძნობებს, PARAGON - სხეულს, გონებასა და სულს აერთიანებს, ხოლო POWER SELF ადამიანს სრულყოფილებისა და ერთიანობის განცდას სძენს.

ფრანგული ნიშ ბრენდ INITIO-სთვის სურნელი ყოველთვის ემოციებთან იყო გადაჯაჭვული. 2015 წლიდან მოყოლებული, ბრენდი იკვლევს, თუ როგორ მოქმედებს სუნამო ჩვენს განწყობასა თუ ქცევაზე. ოლფაქტორული ინოვაციების მსოფლიო ლიდერთან, dsm-firmenich-თან თანამშრომლობით სუნამოსა და ემოციების კავშირს უკვე მეცნიერული საფუძველი ეძლევა.
ერთად, ისინი ახალ სტანდარტს ქმნიან - ლუქს კლასის სუნამო ხდება არა მხოლოდ სიამოვნების წყარო, არამედ მამოძრავებელი ძალა.

POWER SELF, რომელშიც სურნელი მეცნიერებას ხვდება, ამტკიცებს, რომ ერთი მიპკურებით შეგვიძლია გავაღვიძოთ საკუთარი პოტენციალი და გავხდეთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია.