ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.

სარა კოქსმა, მსოფლიოში რაგბის პირველმა პროფესიონალმა მსაჯმა ქალმა, ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო. ჯილდო მას უინძორის ციხესიმაგრეში, თავად პრინცესა ანამ გადასცა, რომელმაც მეფე ჩარლზის უფლება-მოვალეობები, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებით გადმოიბარა.
"იმედი მაქვს, რომ ამ ჯილდოს მიღებით სხვა მსაჯებსაც გავუხსენი გზა" - სარა კოქსი

კოქსმა თავისი პირველი კონტრაქტი რაგბის კავშირთან 2016 წელს გააფორმა და მას შემდეგ არაერთი კარიერული მიღწევა ჰქონდა, მათ შორის მამაკაცთა რაგბის ჩემპიონატის მატჩის მსაჯობაა. ინგლისის რაგბის კავშირის მსაჯმა და ყოფილმა მორაგბემ, 2021 წლის რაგბის მსოფლიო თასზეც იმსაჯა.
კოქსი ამბობს, რომ რაგბის პატრიარქალურ სამყაროში არაერთ სირთულეს წააწყდა, თუმცა დიდი მონდომებითა და ხასიათის სიმტკიცით შეძლო დასახული მიზნისთვის მიეღწია. კოქსს იმედია აქვს, რომ მისი წარმატების ისტორია და ბრიტანეთის იმპერიის ორდენი სხვა ქალებისთვისაც ინსპირაციის წყაროდ იქცევა.

2019 წელს თბილისში, კონტინენტის ფარზე „ლოკომოტივისა“ და იტალიის „ფიამე ოროს“ მატჩზე სწორედ სარა კოქსმა იმსაჯა.
თუმცა ჩვენი სარა კოქსი ქართველებსაც გვყავს. მსაჯი, რომლითაც მთელი ერი ამაყობს ნინო ელოშვილია. ის პირველი ქართველი ქალი მსაჯია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ იმსაჯა, მათ შორის კაცთა შორის სარაგბო მატჩიში.