#მოდა

„დროის კაფსულის კოლექცია“ და PERWOLL-ის კამპანია მდგრადი მოდის მხარდასაჭერად

გაზიარება:

დიდი ხანია, რაც თანამედროვე სამყაროში სწრაფი მოდის ინდუსტრია „ტრენდად“ აღარ ითვლება, ხოლო დაბინძურებული ეკოსისტემა ჩვენი პლანეტისთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება. სარეცხი საშუალებების საერთაშორისო ბრენდი „პერვოლი“ თავისი კამპანიით მდგრადი მოდის განვითარებას უწყობს ხელს და საზოგადოებაში ახალი, ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი პრაქტიკების დანერგვას ცდილობს.

2023 წელს დაიწყო FCB Artgroup Tbilisi-სა და "პერვოლის" ურთიერთობა. ეს ტანდემი უკვე ორი წელია მდგრადი მოდის ტრენდს ეხმიანება. სააგენტო, რომელიც პროფესიონალიზმს და ახალი თაობის იდეებს აერთიანებს, ბრენდებს კრეატიულ და უნიკალურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ამავე კოლაბორაციის შედეგია მიმდინარე კამპანიაც. 

პერვოლი, მდგრადი მოდა, კაფსულა კოლექცია, სარეცხი საშუალება, დაერი, the diary, სტატია, ტანსაცმელი

მდგრადი მოდა და მისი მნიშვნელობა

დღესდღეობით, მდგრადი მოდა ეკოლოგიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტანსაცმლის წარმოებისას არა მხოლოდ მის ხარისხზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, არამედ ვიზრუნოთ იმაზეც, რომ სამოსმა დიდხანს გაგვიძლოს და არ აღმოჩნდეს ნაგავსაყრელზე. ამ პრინციპების აქტიური მხარდამჭერია „პერვოლიც“.

კრისტი ყიფშიძე, ნატალია ყიფშიძე, პერვოლი, კამპანია, perwoll, მდგრადი მოდა, დაერი, the diary

სწორედ ამ ფასეულობებს დაეფუძნა ბრენდის ახალი კამპანია, რომლის მიზანი არა მხოლოდ ტანსაცმლის მოვლის ხელშეწყობა, არამედ სამოსის მოფრთხილების პრაქტიკის დანერგვაა.

გიორგი მახარაძე, პერვოლი, მდგრადი მოდა, კაფსულა კოლექცია, perwoll, სარეცხი საშუალება, კამპანია, დაერი, the diary

„დროის კაფსულის კოლექცია“ - ემოციური გზავნილი მდგრადი მოდის შესახებ

ტანსაცმლის მოვლა მხოლოდ პლანეტის დაცვის საკითხი არ არის. ხშირად სამოსი ჩვენი პირადი ისტორიებისა და ურთიერთობების ნაწილად იქცევა. „პერვოლმა“ კამპანიის მთავარი მესიჯი სწორედ ამ ემოციურ ასპექტზე დაამყარა.

ლაშა ფოქსი, lasha foxy, ინფლუენსერი, პერვოლი, დაერი, perwoll, the diary

კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია „დროის კაფსულის კოლექცია“, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს დროს და გადაეცეს თაობებს. ის ასახავს იმ ფასეულობას, რაც ჩვენს ბებიებს, ბაბუებს ან მშობლებს ჰქონდათ, როცა განსაკუთრებულ მომენტებში შეძენილი სამოსი მოგვიანებით ჩვენ გადმოგვცეს.

 

„პერვოლის“ კამპანიის ფარგლებში შექმნილ ვიდეოებში ინფლუენსერებმა გაგვიზიარეს სამოსი, რომელიც მათ შთამომავლობით გადმოეცათ და რომელიც მნიშვნელოვან მოგონებებს უკავშირდება.

 

ტანსაცმელი მხოლოდ ნივთი არ არის — ის ისტორიას ატარებს. ეს არის მთავარი, ემოციური და გულწრფელი გზავნილი, რომელსაც „პერვოლი“ ვიდეო ისტორიებით გვიზიარებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lashafox (@lashafox)

კამპანიის გავლენა

სამოსის მიმართ ემოციური მიდგომა 2 მილიონამდე ადამიანმა გაიზიარა. კომენტარებში ბევრი აღნიშნავდა, რომ მათაც ჰქონდათ მშობლებისგან გადმოცემული სამოსი და სიხარულით მოელოდნენ, რომ ერთ დღეს ამავე სამოსს საკუთარ შვილებზე იხილავდნენ. „პერვოლის“ კამპანიის მიზანიც სწორედ ეს არის — გავიაზროთ, რომ სამოსი ღირებულია არა მხოლოდ დღევანდელი დღისთვის, არამედ მომავალი თაობებისთვისაც. მდგრადი მოდა არა მხოლოდ ერთჯერადი ტრენდია, არამედ ცხოვრების სტილი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკოლოგიაზე.

FCB Artgroup Tbilisi-ის მთავარი მიმართულება დიჯითალ და ინტეგრირებული კამპანიებია, რომელთა ფარგლებშიც კომპანია კრეატიულ კონცეფციებზე, ფოტო/ვიდეო გადაღებებზე, ბრენდირებასა და ცოცხალ კონტენტზე მუშაობს. FCB Artgroup Tbisili კრეატიულ, ახლებურ, რელევანტურ და რაც მთავარია, ბრენდებზე მორგებული იდეების გენერირებაზეა ორიენტირებული. ”პერვოლის" კამპანიაც მათი პორტფოლიოს ნაწილია.

ფოტო: Juda Khatia Psuturi

ზევით