პოლ ენტონი კელი და ჯონ კენედი უმცროსის სტილი

მას შემდეგ, რაც Love Story გამოვიდა, ნიუ-იორკის ქუჩებში ჯონ ფ. კენედი უმცროსის სტილის გავლენა კვლავ შესამჩნევი გახდა. შემობრუნებული კეპები, ჟილეტები, ყოველდღიური ბიზნესსამოსი და 90-იანი წლების ამერიკული ელიტის ესთეტიკა ქალაქის ყოველდღიურობაში დაბრუნდა.

ჯონ ფ. კენედი უმცროსს, ისევე როგორც მის მეუღლეს, ქეროლინ ბესეტ კენედის, გამორჩეული სტილი ჰქონდა. კენედის გარდერობი დღემდე რჩება შთაგონების წყაროდ, ხოლო მის სტილს განსაკუთრებით დამაჯერებლად იმეორებს პოლ ენტონი კელი, რომელმაც Love Story-ში ჯონ ფ. კენედი უმცროსი განასახიერა. მაყურებელი მსახიობის ყოველ ახალ გამოჩენას კვლავ კენედის ესთეტიკას უკავშირებს.

love story

ასე მოხდა მაშინაც, როდესაც კელი Good Morning America-ში მივიდა, რათა American Horror Story-ში თავის მომავალ როლზე ესაუბრა. მსახიობის ჩაცმულობა კენედის სტილის იმეორებდა. მან Ferragamo-ს სრული ლუქი მოირგო: თეთრი პერანგი, მასთან შეხამებული შარვალი, ზეთისხილისფერი პალტო და ჰალსტუხი. პალტოს საყელო შავი ტყავის დეტალებითაა გაფორმებული, კელიმ კი ეს დეტალი შავ ლოფერებს შეუხამა.

Paul Anthony Kelly,

ბევრს სურს ჯონ ფ. კენედი უმცროსის სტილის გამეორება, თუმცა ვერავინ ახერხებს ამას ისე ზუსტად და ბუნებრივად, როგორც პოლ ენტონი კელი.

ზევით