OPALESCENCE GO - სწრაფი და უსაფრთხო გზა კბილების გათეთრებისთვის

კბილების გათეთრება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა პირის ღრუს სიჯანსაღისა და ესთეტიკის შესანარჩუნებლად. ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქციით სასურველი შედეგის მიღება თანამედროვე ტექნოლოგიებმა უკვე სახლის პირობებში გახადა შესაძლებელი.

OpalescenceGoWhitening, Opalescence Go, კბილების გათეთრება, ოპალესენსი

ამ სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი Opalescence-ია, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია, სანდო და ეფექტურ მათეთრებელ საშუალებებს აწარმოებს. ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, მილიონობით ადამიანს სტომატოლოგების მიერ დამტკიცებულ პროდუქციას სთავაზობს. ბრენდის ცნობილი პროდუქტებია მათეთრებელი კბილის პასტა ყოველდღიური გამოყენებისთვის, მზა კბილის მათეთრებელი კაპები და ინდივიდუალურ მომხმარებელზე მორგებული კაპები.

Opalescence Go მათეთრებელი კაპები, Opalescence GO, UltraFit კაპები
Opalescence 10%-იანი მათეთრებელი გელის შემადგენლობით

ყიდვა

Opalescence-ის პროდუქტები არა მხოლოდ ესთეტიკური სილამაზისთვის, არამედ კბილების გამაგრებისა და პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვისაც არის შექმნილი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია Opalescence GO - ინოვაციური კაპები, რომლებიც კბილების პროფესიონალურ გათეთრებას სწრაფად და მარტივად უზრუნველყოფენ.

Opalescence GO ერთჯერადი კაპებია, რომლებიც წინასწარ შევსებულია მათეთრებელი გელით. მათი გამოყენება განსაკუთრებულად მოსახერხებელია, რადგან არ საჭიროებს სტომატოლოგთან ვიზიტს, ანაბეჭდის აღებას და ინდივიდუალური კაპების დამზადებას.

ამ პროდუქტის მთავარი უპირატესობა არის UltraFit ტექნოლოგია, რომელიც კაპებს ყველა თანკბილვას იდეალურად არგებს. კაპიზე განთავსებული გელი შეიცავს კალიუმის ნიტრატსა და ფტორს, რაც არა მხოლოდ კბილების გათეთრებას უწყობს ხელს, არამედ აძლიერებს ემალს და ამცირებს მგრძნობელობას. გამოყენების ინსტრუქციაც მარტივია - ხანგრძლივი და ხილული შედეგის მისაღებად საკმარისია, მინიმუმ 10 დღის განმავლობაში, ყოველდღე 1 საათით კაპების გამოყენება.

opalescence, opalescence Go, Opalescence PF, ოპალესენს პფ

Opalescence-ის გამათეთრებელი გელი ხელს უწყობს ლაქების მოცილებას და კბილების გაჯანსაღებას. ასევე, სპეციალური ფორმულის დახმარებით, გელი არ აღიზიანებს ღრძილებს. გარდა ამისა, ბრენდის პროდუქტები უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებითაა შემოწმებული და დამტკიცებული. ისინი არ შეიცავენ გლუტენს, წარმოების პროცესში არ გამოიყენება ცხოველური პროდუქტები, ხოლო პროდუქცია ვეგანურია და კოშერის მიერაა სერტიფიცირებული.

სახლის პირობებში, მინიმალური დროითი რესურსითა და მაქსიმალური ეფექტურობით, უსაფრთხო და სტომატოლოგების მიერ დამტკიცებული პროდუქციით საუკეთესო შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. Opalescence GO-ს პარალელურად, შეგიძლიათ მათეთრებელი კბილის პასტა ყოველდღიური ჰიგიენის რუტინის ნაწილად აქციოთ.

opalescence toothpaste, Opalescence მათეთრებელი კბილის პასტა
Opalescence მათეთრებელი კბილის პასტა

ყიდვა

ზევით