არქიტექტურის, დიზაინისა და დეკორის უმსხვილესი გამოცემის Architectural Digest-თვის, ბულგარელი მსახიობის - ნინა დობრევის სახლის კარი გაიღო. გამოცემას და მის მკითხველებს საშუალება მიეცათ ნინას 1920-იან წლებში აშენებული, ესპანური სტილით შთაგონებული ჰოლივუდური სახლი ეხილათ.
როგორც, მსახიობი გვიმხელს, სახლის მფლობელი 5 წლის წინ გახდა, თავდაპირველად დობრევის სახლი მდოგვისფერი ყვითელი კედლებით გამოირჩეოდა, კარანტინის დროს ნინამ დრო იხელთა და ინტერიერი და ექსტერიერი ერთიანად შეცვალა.
კედლების თეთრად შეღებვა ყოველთვის მსურდა და როდესაც გავაცნობიერე, რომ თავის გასამართლებელი საბაბი აღარ გამაჩნდა, მე და ჩემმა შეყვარებულმა სახლი შევღებეთ.
ნინა აცხადებს, რომ სახლის საკუთარი ხელით გარდაქმნის პირველი დღეები მისთვისაც და მისი მეორე ნახევრისთვისაც მხიარული იყო, თუმცა ცვლილებების დაწყებიდან მე-3, მე-4 დღეს და 1 თვის თავზე, ერთადერთი რაც მსახიობმა გაიფიქრა ის იყო, რომ თავი დიდ შარში გაყო.
თუმცა, ყველაფერი ძალიან ლამაზი გამოვიდა და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ცვლილებები შევიტანეთ მასში.
თეთრი ფერი ნინა დობრევის სახლის დომინანტი ფერია, თუმცა მრავალფეროვნება მის საცხოვრებელში სხვა არა ერთი მხიარული გზით შემოდის. დეკორი ნინას ინტერიერში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს - მას კომფორტულობის შეგრძნების შემოტანა დაევალა სახლში.
1920 წელს აშენებული სახლის გარდაქმნის პერიოდში ნინამ გადაწყვიტა, რომ საცხოვრებლისთვის სრულად არ დაეკარგა პირვანდელი იერსახე, სწორედ ამიტომ უამრავი დეტალი - მათ შორის აბაზანის მოზაიკა და ბუხრის ორნამენტები ხელუხლებელი დატოვა.
HER STORE 2016 წლიდან დახვეწილ და თანამედროვე სამკაულებს გთავაზობს. ამ წლების განმავლობაში კი, ვერცხლით, ტიტანითა თუ ოქროთი დაფარული დიზაინებით და უნიკალური სამკაულების კოლექციებით HER STORE უამრავი ქალისთვის საუკეთესო არჩევანი გახდა.
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.