ნიუ-იორკის მოდის კვირეულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ქალაქი გახლავთ გლობალური მოდის ეპიცენტრი. ამ სეზონზე, მოდის კვირეულზე დიზაინერებმა წარმოგვიდგინეს არამხოლოდ ნატიფი, დახვეწილი კოლექციები, არამედ საკმაოდ თამამი სამოსი ციფრული შოუებით. ექვსდღიანმა მოდის მარათონმა უდიდესი შთაბეჭდილება დაგვიტოვა თავისი დაუვიწყარი მომენტებით, ინოვაციური დიზაინითა და საინტერესო კოლაბორაციებით.
მაიკლ კორსმა კოლექცია იტალიის არტიზანულ კულტურას მიუძღვნა. "დიზაინერისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთი ადამიანების პოვნაა, რომლებსაც შენი იდეების რეალიზება შეუძლიათ. ამას იტალიელი არტიზანები ჩემთვის უკვე 35 წელია აკეთებენ" - ამბობს მაიკლ კორსი.
ფოტო: JP Yim/ Getty Images
კოლექცია იმ ადამიანების შრომას ეძღვნება, რომლებიც სამოსს ხორცს ასხამენ და ხელით ისეთ შედევრებს ქმნიან, რისი ტარებაც ყველას ასე ძალიან გვიყვარს.
ფოტო: JP Yim/ Getty Images
Tory Burch-მა კი კოლექციის ინსპირაციის ძიებისას სპორტს მიაკითხა. დიზაინერმა სპორტული სამოსის ელემენტებს თანამედროვე, მოდური ელფერი შესძინა. კოლექციის მისია კი ის არის, რომ სამოსში გამოწყობილმა ადამიანებმა თავდაჯერებულად იგრძნონ თავი.
"ჩემთვის ყველაფერი ქალების ირგვლივ ტრიალებს", - ტორი ბერჩი.
მე სამოსს არ ვქნი იმის მიხედვით, თუ რას ჩავიცვამდი თავად. ჩემს შემოქმედებაში ჩანს, თუ როგორ ვხედავ ქალებს. ჩემს წარმატებას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად თავდაჯერებულად და ძლიერად გრძნობენ ქალები ჩემს სამოსში თავს, - აღნიშნავს დიზაინერი.
ფოტო: launchmetrics.com
უეს გორდონის მიერ, კაროლინა ჰერერასთვის შექმნილ კოლექციაში დომინანტ ადგილს შავი, თეთრი, ღია ვარდისფერი და მკვეთრი ყვითელი ფერები იკავებდნენ. კოლექციას სახელად "Optimism At Play" ჰქვია. უეს გორდონის დიზაინებს მკვეთრი ფერები და თვალშისაცემი სილუეტები ყოველთვის ახასიათებდათ. ნიუ-იორკის კვირეულის პოდიუმზეც უზარმაზარი ყვითელი კაბით ირინა შეიკი გამოჩნდა.
ფოტო: Launchmetrics
ურბანული, რეალური გარემო გახდა სტუარტ ვევერსის ინსპირაციის წყარო. Coach-ის კოლექცია ამერიკული კლასიკის ხელახალი ინტერპრეტაციის მცდელობაა. ნიუ-იორკის პოდიუმი Smart&Casual სტილის სამოსმა დაიპყრო. ვიხილეთ სპორტულ ტანსაცმელზე შემოცმული პიჯაკები თუ აბრეშუმის, კლასიკური კაბები სპორტულ ფეხსაცმელთან ერთად.
რალფ ლორენი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ექსტრავაგანტური ჩვენებით წარსდგა. ჩვენება Hamptons-ში გაიმართა და მოდელებმა Ralph Lauren Collection, Purple Label და Polo Ralph Lauren-ის ნაზავი წარადგინეს. პოდიუმზე ნაომი კემპბელი და კრისტი ტერლინგტონი გამოჩნდნენ.
ფოტო: Emily Malan
კოლექცია ზუსტად ესადაგებოდა Hamptons-ის სანაპიროს, ზღვის ესთეტიკას. ფერების პალიტრაში თეთრი და ცისფერი დომინირებდა.
ფოტო: Emily Malan
2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვის ინსპირაციად ტომი ჰილფიგერმაც საზღვაო ესთეტიკა ამოარჩია. ოღონდ, სამოსი ძირითადად ჰილფიგერის დამახასიათებელ წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი.
Kim Shui-ს ჩვენებაზე ოლიმპიური ჩემპიონი ჯორდან ჩაილსი გამოჩნდა.
ფოტო: John Lamparski/ Getty Images
გამორჩეული იყო Grace Ling-ის კოლექციაც, რომელშიც მეტალი მთავარ გმირად იქცა და დიზაინერმა სიურრეალისტური, ფანტასტიკური ლუქები შექმნა. სამოსი სკულპტურას მოგვაგონებს, რომელიც თითქოს მოდელის სხეულზეა გამოქანდაკებული.
ფოტო: Grace Ling
ღრმა დეკოლტეები და უზომოდ მოკლე ქვედაბოლოები კვირეულზე წარდგენილ Off-White-ის კოლექციის მთავარი ხაზი გახდა. კოლექცია იბრაჰიმ კამარას წინაპრების სამშობლოში, განაში მოგზაურობით იყო შთაგონებული.
ფოტო: JP Yimფოტო: Off-White
Wiederhoeft-ის დიზაინერმა კორსეტი შოუს მთავარ ელემენტად აქცია. ამ ბრენდის საქორწინო კოლექცია ნებისმიერი ზომის სამოსს გვთავაზობს. პოდიუმზეც, სამოსი სხვადასხვა წონისა და სიმაღლის მოდელებმა წარადგინეს.
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.
თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები – უნიკალური ინტერიერი, გემრიელი კერძები და განსაკუთრებული ატმოსფერო. აღმოაჩინეთ საუკეთესო კაფეები და რესტორნები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.