#მოდა

MONNALISA: იტალიური ელეგანტურობა და ზღაპრული სამყარო ბავშვებისთვის

გაზიარება:

იტალიური ბრენდი Monnalisa ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ბავშვებისთვის მაღალი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის პროდუქციას ქმნის. პრემიუმ კლასის ბრენდი იტალიურ კლასიკურ ელეგანტურობასა და ბავშვურ, მხიარულ ფანტაზიას აერთიანებს.

monnalisa, მონალიზა, ბავშვის ტანსაცმელი, ბავშვის კაბა, ბავშვის ტანსაცმლის მაღაზია, ანნა შელია შვილი

არეცოს შუაგულში, 1968 წელს დაარსებული Monnalisa დღეს საბავშვო მოდის გლობალურ იმპერიას წარმოადგენს. ბრენდი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მისი მაღაზიები სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ მოდის კვარტლებში შეგხვდებათ.

„მონალიზა“ ყოველ სეზონზე გვთავაზობს ახალ კოლექციებს, რომლებშიც ანიმაციური ფილმების გმირები და საბავშვო პერსონაჟები ცოცხლდებიან. სწორედ ეს ხდის ბრენდს განსაკუთრებულს პატარებისთვის, რომლებსაც საკუთარ ტანსაცმელზე ზღაპრული სამყაროს ხილვა ახარებთ.

monnalisa, მონალიზა, ბავშვის ტანსაცმელი, ბავშვის კაბა, ბავშვის ტანსაცმლის მაღაზია

ამავე დროს ბრენდი დახვეწილ და ელეგანტურ ტანსაცმელს გვთავაზობს, რაც მშობლებისთვისაც მიმზიდველი არჩევანია. სწორედ ეს ბალანსი ქმნის გამოცდილებას, სადაც კმაყოფილი რჩება როგორც ბავშვი, ისე მშობელი.

კოლექციები განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ისე ახალშობილებისთვის. Monnalisa ჩვილებს სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ანებივრებს – ნაზი ტონებითა და მხიარული პერსონაჟებით გაფორმებული კოლექციები განსაკუთრებული სიმსუბუქითა და კომფორტით გამოირჩევა.

monnalisa, მონალიზა, ბავშვის ტანსაცმელი, ბავშვის კაბა, ბავშვის ტანსაცმლის მაღაზია, Hello Kitty collection

ბრენდი ბავშვის ზრდის თითოეულ ეტაპს მიჰყვება, დაწყებული პირველი ყოველდღიური სამოსიდან, დასრულებული გრანდიოზული დღესასწაულებისთვის განკუთვნილი ლუქებით. „მონალიზას“ გამორჩეული დიზაინით არაერთი ცნობილი ადამიანის შვილი წითელ ხალიჩაზეც კი გამოჩენილა.

monnalisa, მონალიზა, ბავშვის ტანსაცმელი, ბავშვის კაბა, ბავშვის ტანსაცმლის მაღაზია

ტეიანა ტეილორის შვილი Actor Awards-ის ცერემონიაზე „მონალიზას“ ლუქით წარსდგა.

იქნება ეს ზაფხულის მზიანი დღისთვის განკუთვნილი ჰაეროვანი ვარდისფერი კაბა თუ საზეიმო ღონისძიებისთვის შექმნილი კლასიკური ლუქები, Monnalisa საუკეთესო არჩევანია იმ მშობლებისთვის, რომლებიც უპირატესობას უმაღლეს ხარისხს, ინდივიდუალურ სტილსა და დახვეწილობას ანიჭებენ.

ზევით