ვენეციის კინოფესტივალი 2026: წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქები vol.2
პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი, პამელა ანდერსონი, სიდნი სუინი, პატრიკ შვარცენეგერი და სხვა ვარსკვლავები – ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის ლუქები, Vol. 2
მონიკა ბელუჩი, რომელიც 1997 წლიდან Cartier-ის მუზაა, დუბაიში ბრენდის ღონისძიებაზე Balenciaga-ს გამჭვირვალე მაქმანიან კაბაში გამოჩნდა. 60 წლის ასაკშიც, იტალიელი მსახიობი კვლავ ელეგანტურობისა და სტილის შეუცვლელ სიმბოლოდ რჩება.

მსახიობის კაბა მთლიანად ბრჭყვიალა მაქმანით იყო შექმნილი, ხოლო მისი გრძელი სილუეტი მონიკა ბელუჩის გარეგნობას თეატრალურ და გოთიკურ ელფერს სძენდა. ბელუჩიმ ლუქი შავი ტყავის კლაჩითა და Cartier-ის თეთრი ოქროსა და ბრილიანტების სამაჯურით დაასრულა. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება მის უნიკალურ ყელსაბამს ერგო – ორ რიგად ჩამწკრივებული ბრილიანტის სამკაული, რომელსაც ღია ცისფერი ძვირფასი ქვები ამშვენებდა.
მსახიობს გვერდს მისი პარტნიორი, რეჟისორი ტიმ ბარტონი უმშვენებდა, რომელიც სადა სტილის ერთგულია. ის შავ კლასიკურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, რაც იდეალურად ეხამებოდა მონიკა ბელუჩის გლამურულ ლუქს. მონიკას ეს Balenciaga-ს გოთიკური კაბა, კი პირიქით, ტიმ ბარტონის კინემატოგრაფიულ სამყაროს სრულად ეხმიანება.