სხვადასხვა კვლევა გვამცნობს, რომ როგორც კი Covid19-ით გამოწვეული შეზღუდვები მოიხსნება და პანდემიაც „დაგვნებდება“ მილენიალები ოფისის სამსახურზე უარის თქმას აპირებენ. კვლევები არ გვეუბნება, თუ რითი აპირებს მილიონობით მილენიალი დაკავდეს, თუმცა ჩემი სახით, როგორც მილენიალის, გეტყვით, რომ ვაპირებ ვიმოგზაურო და თან ვიმოგზაურო შეუჩერებლად. დამერწმუნეთ, თუ ერთხელ მაინც „მოიწამლეთ“ აფრენილი თვითმფრინავის თავისუფლებით, შემდგომ უარის თქმა ძალია, ძალიან გაგიჭირდებათ!
ქარების ქალაქი
მინდა მოგიყვეთ ჩემს მოგზაურობაზე ქარების ქალაქში. მოგზაურობა ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში: აზიური ქალაქი, კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდი. ქალაქის არქიტექტურაში შეხვდებით როგორც ბაროკოს, ასევე სოციალისტური კლასიციზმის, კონსტრუქტივიზმისა და მოდერნიზმის ელემენტებს. როგორც აღნიშნავენ, ბაქოს ყოველთვის ჰქონდა მისწრაფება, გამხდარიყო აღმოსავლეთის პარიზი, თუმცა როგორც ბოლო წლები გვიჩვენებს, ქალაქის არქიტექტურამ გეზი დუბაისკენ აიღო და სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება „უფროს ძმას“. საინტერესოა აზერბაიჯანის დედაქალაქი თანამედროვე ცათამბჯენებით, რომლებიც მედიდურად გადმოჰყურებენ ძველ უბანში თავმოყრილ ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს.
ჰეიდარ ალიევის ცენტრი, აქრიტექტორი ზაჰა ჰადიდი
ვიწრო ქუჩები და შუასაუკუნოვანი ლაბირინთები, ერთმანეთზე გადაბმული კიბეები, მეჩეთები, აბანოები – ეს ბაქოს აზიური ნაწილია, რომელიც ნამდვილი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია. და არსად ისე მძაფრად არ იგრძნობა წარსულისა და მომავლის შეჭიდება, როგორც „ძველ ქალაქში“. ბაქო აღმოსავლური კულტურის ქალაქია, აღმოსავლური საიდუმლოებებით.
Covid-19-მდე...
აზერბაიჯანი უკვე დიდი ხანია რაც საერთაშორისო, უფრო ხშირად – სპორტული ხასიათის პროექტებს მასპინძლობს. 2015 წელს ბაქომ პირველ ევროპულ თამაშებს უმასპინძლა, 2017 წელს კი უკვე ისლამური სოლიდარობის თამაშებსა და „ფორმულა 1“-ს. ბაქომ 2019 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლებაც მიიღო. „ფორმულა 1“-ის დაწყებასთან ერთად, მთელი მსოფლიოს ყურადღება აზერბაიჯანისკენაა მიპყრობილი.
სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პილოტები კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროს სტუმრობენ. ამ პერიოდში „ქარების ქალაქი“ მრავალი ათასი ტურისტის მასპინძელი ხდება. წელს „ფორმულა 1“ 4-დან 6 ივნისის ჩათვლით არის დაგეგმილი, იმედი გვაქვს რომ მეზობელ ქვეყანას არაფერი შეუშლის ხელს ჩაატაროს ეს ლეგენდარული ღონისძიება.
CHECK-IN
კლუბური ცხოვრების მოყვარულთათვის ბაქოს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს. MUST VISIT ადგილი Eleven Lounge-ია, რომელიც სასტუმრო PARK INN-ის მეთერთმეტე სართულზე მდებარეობს და აზერბაიჯანის ელიტის ახალგაზრდა თაობის ფავორიტი ადგილია.
რაც შეეხება სასტუმროს, უმჯობესია იგი ბაქოს ცენტრალურ ქუჩებზე მდებარეობდეს. პირადად მე, ბაქოში ყოფნისას, არჩევანი Baku Marriott Hotel Boulevard-ზე გავაკეთე.
SHOPPING
მეზობელი ქვეყნებისთვის ბაქო ნამდვილი სამოთხეა: Dolce & Gabbana-ს რამდენიმე ბუტიკი ქალაქის ცენტრში, Fendi-ის ორი მაღაზია, Balenciaga-ს ერთადერთი ბუტიკი რეგიონში და მრავალი სხვა LUXE-კლასის მაღაზია. მერწმუნეთ, ბაქო შოპოჰოლიკების ოცნების ქალაქია.
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.
თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები – უნიკალური ინტერიერი, გემრიელი კერძები და განსაკუთრებული ატმოსფერო. აღმოაჩინეთ საუკეთესო კაფეები და რესტორნები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.