ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
„მსურს, რომ Gucci ემოციად და ზედსართავ სახელად იქცეს“, – ეს სიტყვები დემნა გვასალიას ეკუთვნის, Gucci-ს კრეატიულ დირექტორს, რომელმაც დღეს, მილანის მოდის კვირეულზე სადებიუტო კოლექცია წარადგინა.

2026 წლის 27 თებერვალი ქართული მოდის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია, რადგან მილანის მოდის კვირეულზე ერთდროულად სამი ქართველი დიზაინერის ნამუშევრები ვიხილეთ. თუმცა, მთავარი ინტრიგა მაინც დემნას დებიუტს უკავშირდება.
![]() |
![]() |
Gucci-ის ახალი კოლექციის Primavera ჩვენება Palazzo delle Scintille-ს ისტორიულ დარბაზში გაიმართა. დემნას დებიუტს წინა რიგებიდან თვალს ადევნებდნენ ანა ვინტური, დონატელა ვერსაჩე, პარის ჰილტონი, დემი მური, შონ მენდესი თუ რომეო ბექჰემი.

მას შემდეგ, რაც დემნა გვასალიამ ოფიციალურად ჩაიბარა Gucci-ს სამყარო, დიზაინერი Gucciness-ის ფენომენის შესწავლაში გადაეშვა. ამ კვლევის ფრაგმენტები მან ჯერ კიდევ La Famiglia-ს კოლექციაში ჩააქსოვა, თუმცა სრული სურათი სწორედ მილანის კვირეულზე წარმოდგენილ დიზაინებში ვიხილეთ.

ჩვენებამდე დემნამ ინსტაგრამზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც გვიყვება, თუ როგორ მოგზაურობდა ფლორენციის არქივებსა და გუჩის საწარმოებში, როგორ ეცნობოდა ბრენდის ინდუსტრიულ ძალას და ესთეტიკას. ამ პერიოდში, უფიცის გალერეის სტუმრობისას „ვენერას დაბადება“ იხილა და გაიაზრა, რომ რენესანსმა შექმნა მისი აღქმები ხელოვნების, პროპორციების, ვნებისა და სილამაზის შესახებ. სწორედ ბოტიჩელის შედევრების წინ მდგომმა იპოვა ინსპირაცია.

2026/27 წლის კოლექცია სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც აქამდე დემნასგან მიჩვეულები ვიყავით. ეს იყო ბრენდის წარსულის თამამი და საინტერესო გაგრძელება. ჩვენება სხეულზე მომდგარი თეთრი კაბით გაიხსნა, რასაც ენერგიული და მძლავრი ტემპი მოჰყვა.
![]() |
![]() |
მოდელები პოდიუმზე სწრაფი ნაბიჯებით დაიარებოდნენ, თითქოს ძალიან ეჩქარებოდათ. რიტმი მხოლოდ ერთხელ შეფერხდა, როცა ერთ-ერთმა მოდელმა სვლა შეანელა, ტელეფონი შეამოწმა, შემდეგ კი ისევ Gucci-ს საკულტო ჩანთაში შეინახა.
![]() |
![]() |
შოუზე დემნასეული მინიმალისტური მაქსიმალიზმი ვიხილეთ. მოდელებმა წარადგინეს დახვეწილი, მკვეთრად გამოკვეთილი კოსტიუმები და დაბალწელიანი შარვლები გაბედული ჭრებით, ხოლო მდიდრული ბეწვეული, ტყავი და აბრეშუმი Mob Wife-ის ესთეტიკას აცოცხლებდა. დემნამ თმაც კი შემოქმედებით ინსტრუმენტად აქცია და სცენაზე გამოიყვანა მოდელი, რომელსაც თმა ბრენდის ფერებში, მწვანე და წითელში ჰქონდა შეღებილი.
![]() |
![]() |
პოდიუმზე ვიხილეთ გაბრიეტი, ვიტორია ჩერეტი, ალექს კონსანი, ემილი რატაკოვსკი და ელსა ჰოსკი.

![]() |
![]() |
ფინალი კი ნოსტალგიური და დრამატული გამოდგა. ჩვენება ლეგენდარულმა ქეით მოსმა დახურა შავი, ბრჭყვიალა კაბით და საკულტო ბიკინით, რომელიც 1996 წლის არქივებს მოგვაგონებს. საბოლოოდ, დემნამ სწორედ დაიჭირა ნამდვილი „გუჩინესობის“ მომენტი, რომელსაც დონატელა ვერსაჩემაც კი გაბედული და განსაცვიფრებელი უწოდა.

დემნა აცხადებს, რომ Gucci მოდის სახლი არ არის, არამედ იგი ემოციური მდგომარეობაა, სადაც ბინარული ოპოზიციები ჰარმონიულად თანაარსებობენ. გუჩის კოლექციებში იკითხება სიყვარული და სიძულვილი, ტრიუმფი და მარცხი, მძაფრი გრძნობა და უემოციობა. ამ სადებიუტო ჩვენებამ სულ სხვა რაკურსით დაგვანახა ქართველი დიზაინერის პიროვნება, ხოლო Gucci-სა და დემნას ტანდემი მოდის სამყაროსთვის კიდევ უფრო საინტერესო თავგადასავლად აქცია.