The Diary x MBFW Azerbaijan: სადაც მოდა და ინოვაცია ერთიანდება

აზერბაიჯანის მოდის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი დღეები დგება. 15-17 მაისს ბაქო პირველად უმასპინძლებს Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan-ს. ამ გრანდიოზული მოვლენის ნაწილი და ოფიციალური მედია პარტნიორი The Diary-ც გახლავთ.

Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan, MBFW Azerbaijan, აზერბაიჯანის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული

კვირეულის თემა Fashion Renaissance-ია, რაც მოდისა და ხელოვნების სინთეზსა თუ ტრადიციებისა და თანამედროვეობის დიალოგზე შექმნილი ნამუშევრებისთვის განგვაწყობს. ამ ღონისძიებით ბაქო მოდის გლობალურ სცენაზე თავისი ანაბეჭდის დასატოვებლად ემზადება.

ჩვენები Mercedes-Benz-ის თანამედროვე სივრცეში გაიმართება, სადაც თავიანთ კოლექციებს წარადგენენ იტალიელი, ქართველი, თურქი თუ ისრაელელი დიზაინერები. მათ გვერდით კი აზერბაიჯანული მოდის ახალი თაობა გამოჩნდება. ბაქოს დიზაინერებს შანსი ექნებათ, თავიანთი ხედვა მსოფლიოს გაუზიარონ.

Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan აქცენტს აკეთებს ინოვაციაზე: ღონისძიებაზე დაგხვდებათ ხელოვნური ინტელექტით, ვირტუალური და Augmented Reality-თ გაფორმებული ჩვენებები. კვირეულის თიზერიც კი, სრულად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი. 

Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan, DJ AKG, Kamran Garalov, აზერბაიჯანის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული

ღონისძიების რიტმულ პულსზე კი, DJ AKG (ქამრან გარალოვი) იზრუნებს და მისი ელექტრონული მუსიკა კვირეულის განუყოფელი ნაწილი გახდება.

უკვე ოფიციალური პროგრამაც ცნობილია - პოდიუმზე ვიხილავთ დიზაინერებს, როგორებიც არიან Vague, Emilio Bonadio, ქართული მოდის სახლები INDIVIDI და BLIKVANGER, ასევე დაგხვდებათ ზია კოჯათურქის ექსპერიმენტული პროექტი Flying Textile, რომელიც შემოქმედებითი გამბედაობის სიმბოლოა.

Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan, MBFW Azerbaijan, აზერბაიჯანის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული

მოგეხსენებათ, რომ Mercedes-Benz Fashion Week მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კვირეულია. მისი ფესვები ნიუ-იორკიდან ბერლინამდე თუ მეხიკოდან თბილისამდეა გადაჭიმული. მაისში კი, 3 დღით ბაქო იქნება მოდის კულტურული ცენტრი და ვიხილავთ აზერბაიჯანის განაცხადს, რომ ის მზად არის იყოს მომავლის მოდის განუყოფელი ნაწილი იყოს.

ზევით