მატილდა გვარლიანი მცირე ასაკიდან მოდელობაზე ოცნებობდა და როგორც ვხედავთ, ოცნება ძალიან მალე აიხდინა. მატილდა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება, ბევრს იღიმის, ძალიან გულწრფელია და სურს მისაბაძი პიროვნება გახდეს. ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, თუმცა მას, როგორც ქართული მოდის სამყაროს ამომავალ სახეს, უკვე ყველა იცნობს. 14 წლის იყო, როდესაც „თბილისის მოდის კვირეულის“ ჩვენებაზე პირველად გაიარა და მაშინათვე ყურადღების ცენტრში მოექცა.
გოგონა, რომელიიც საოცრად გულწრფელი ღიმილით გამოირჩევა და რომელშიც ბავშვურობა და ქალური დახვეწილობა და ელეგანტურობა ერთნაირი დოზითაა თავმოყრილი REDValentino-ს ინსპირაციად იქცა.
ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი ბრენდის REDValentino წინასაახალწლო კამპანიაში მონაწილეობს.
მატილდა გვარლიანი ასევე Rorberto Cavalli-ს შემოდგომა-ზამთრის კამპანიის სახე გახდა. ბრენდის სარეკლამო ფოტოსა და ვიდეობში მატილდა ბიჭ მოდელთან ერთად მონაწილეობს. Rorberto Cavalli-ს კამპანიაში მატილდა გვარლიანი, REDValentino -ს კამპანიისგან განსხვავებით სექსუალურ, თვითდაჯერებული და გლამურული ქალის როლს განასახიერებს.
გერგეტის სამება, მყინვარწვერი და შემოდგომის ფერებით შეცვლილი კავკასიონის მთები – ყაზბეგი წლის ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზია. TheDiary-ის უიქენდის არჩევანი Intourist Kazbegi-ა, სასტუმრო სტეფანწმინდაში, რომლის ნომრებიდან და ტერასიდან რეგიონის მთავარი ღირსშესანიშნაობები მოჩანს.