ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
მატილდა გვარლიანი CHANEL-ის მოდის სახლის ერთ-ერთ გამორჩეულ მოდელად იქცა. ის ბრენდის სხვადასხვა კამპანიაში ჩნდება, ამჯერად კი ქართველი მოდელი მოდის სახლის საათების მიმართულების ახალ კამპანიაში ვიხილეთ.
კამპანია ძვირფასი ქვებით შემკულ საათებს ეძღვნება და აერთიანებს ისეთ ხაზებს, როგორებიცაა Coco Game Collection, J12 Bleu Collection, J12 Pink Sapphires, Interstellar Collection და J12 Ceramic and Diamonds.
![]() |
![]() |
CHANEL-ის Haute Horlogerie მიმართულება საათის ხელოვნებას, საიუველირო ოსტატობასა და მოდის სახლის მემკვიდრეობას აერთიანებს. კოლექციებში გამოყენებულია ბრილიანტები, საფირონები, ლალი და სხვა ძვირფასი ქვები.

მატილდა გვარლიანისთვის ეს CHANEL-თან პირველი თანამშრომლობა არ არის. ქართველი მოდელი 2024 წელს CHANEL Chance-ის კამპანიაში მონაწილეობდა, რომელიც სტივენ მაიზელმა გადაიღო.

მოგვიანებით ის CHANEL Beauty-ის Rouge Coco-ს კამპანიაშიც ვიხილეთ.
ბოლო წლებში გვარლიანის საერთაშორისო კარიერა სწრაფად ვითარდება. ის წამყვანი ჟურნალების გარეკანებზე ჩნდება, გლობალური ბრენდების კამპანიებში მონაწილეობს. 2024 წელს მატილდა Models.com-ის Top 50 Models სიაშიც მოხვდა.