Marina Rinaldi-ის ახალი ერა

მოდის სამყაროში რებრენდინგი ხშირად რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ როდესაც ამ ნაბიჯს Marina Rinaldi დგამს, ეს უფრო რევოლუციას ჰგავს. ბრენდმა, რომელიც წლების მანძილზე ქალურობისა და უნაკლო იტალიური ხარისხის სინონიმს წარმოადგენს, თბილისში სრულიად ახალი, ტრანსფორმირებული კოლექცია წარადგინა.

marina rinaldi, მარინა რინალდი, ახალი კოლექცია, ტანსაცმელი, სამოსი, ზაფხულის კოლექცია, ქალის სამოსი

 

ეს აღარ არის მხოლოდ „კლასიკური ელეგანტურობა“ - ეს არის მანიფესტი ნებისმიერი ასაკის, დახვეწილი და თავისუფალი მომხმარებლისთვის.

New Energy, Same DNA

მაღაზიაში წარმოდგენილი ახალი ხაზი პირველივე შეხედვით გვეუბნება, რომ წესები შეიცვალა. Marina Rinaldi-მ შეძლო ის, რაც ბევრს არ გამოსდის - შეინარჩუნა მისთვის დამახასიათებელი განთქმული ხარისხი, ძვირფასი ქსოვილები და სილუეტის არქიტექტურა, თუმცა კოლექციაში დამატებით შემოიტანა ახალგაზრდული მუხტი, რომელიც ფერთა გამასა და სილუეტებში იკითხება.

marina rinaldi, მარინა რინალდი, ახალი კოლექცია, მაღაზია, ქალის ტანსაცმელი, ზაფხულის ტანსაცმელი მარინა რინალდი, ახალი კოლექცია, მაღაზია, ქალის სამოსი

Marina Rinaldi ერთ-ერთი პირველი იტალიელი დიზაინერია, რომელმაც 1850 წელს სამოსი არასტანდარტული ზომის, ფორმებიანი ქალბატონებისთვის შეკერა. დღეს ბრენდი კოლექციებს ყველა ასაკის, ზომის, ფორმისა და სტილის მომხმარებლისთვის ქმნის. ახალ კოლექციაში ტრადიციულ ფორმებს თამამი, oversize სილუეტები დაემატა.

ეს არის სამოსი ყველა ასაკის ქალისთვის, რომელიც არ ერგებიან სტანდარტებს და თავად ქმნიან წესებს.

ხაზის წარდგენაც განსხვავებული ფორმით მოხდა. მაღაზიაში მოსულ სტუმრებს ადგილზე ფერების ანალიტიკოსი დახვდათ, რომელმაც მსურველებს ინდივიდუალური ტესტები პერსონალური ფერთა პალიტრის შესარჩევად ჩაუტარა. სპეციალური ტესტი, რომელიც ფერადი ქსოვილებისა და ჩარჩოების დახმარებით კეთდება, შოპინგის პროცესსაც ამარტივებს და გარდერობისთვის ახალი ნივთების სწორად შერჩევაში გვეხმარება.

მარინა რინალდი, ფერების ანალიტიკა, ფერების ტესტი, marina rinaldi, ახალი კოლექცია, მაღაზია, ქალის ტანსაცმელი

 

Marina Rinaldi-ის ახალი კოლექციის მთავარი ხიბლი მის სიმარტივეშია.

მონოქრომული ვიზუალებით დაწყებული, მკვეთრი, ენერგიული ფერებით დასრულებული, ახალი ხაზის ყველა ნივთი იდეალურია ე.წ. Layering-ისთვის, რაც კიდევ უფრო ტრენდულად აქცევს ნებისმიერ ლუქს.

რაც მთავარია, სწორი რებრენდინგის წყალობით, ბრენდმა ჩვეული, ელეგანტური სტილის მიმართულება კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა და ყველა ასაკობრივი კატეგორიის მომხმარებელს მოარგო.

ბოლოს კი გეტყვით, რომ Marina Rinaldi-ის ახალი კოლექციის დათვალიერება თბილისში, ოფიციალური ფრენჩაიზერის, Platano ჯგუფის მაღაზიაში, ჭავჭავაძის გამზირის 46 ნომერშია შესაძლებელი.

ზევით