#ცნობილები #მოდა

მარგარეტ ქუალის CHANEL-ის ყველაზე გამორჩეული ლუქები

გაზიარება:

ჰოლივუდს ახალი თაობის არაერთი საინტერესო მსახიობი ჰყავს და მათ შორის ერთ-ერთი მარგარეტ ქუალია – ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მოცეკვავე, ლეგენდარული ენდი მაკდაუელის უმცროსი ქალიშვილი. ფართო აუდიტორიამ ის ჯერ HBO-ს სერიალ „The Leftovers“-იდან გაიცნო, მოგვიანებით კი კვენტინ ტარანტინოს „Once Upon a Time... in Hollywood“-ში გამოჩნდა. შემდეგ კი იყო იორგოს ლანთიმოსის „Poor Things“ და „Kinds of Kindness“, ასევე კორალი ფარჟას „The Substance“.

მარგარეტ ქუალი Chanel-თან უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს და ფრანგული მოდის სახლის ერთ-ერთ მთავარ მუზად იქცა. წითელ ხალიჩასა და სხვადასხვა ღონისძიებაზე მსახიობი ხშირად სწორედ Chanel-ის სამოსით ჩნდება. ქუალის სტილი ბუნებრივად ეხმიანება სახლის ესთეტიკას – ფემინურობას, ელეგანტურობასა და თავისუფლებას.

TheDiary მარგარეტ ქუალის ყველაზე გამორჩეულ Chanel-ის ლუქებს წარმოგიდგენთ.

ლონდონში გამართულ რიდლი სკოტის ახალი ფილმის, „The Dog Stars“-ის მსოფლიო პრემიერაზე მარგარეტ ქუალის ემოსა შავი კაბა მეთიუ ბლაზის Chanel Resort 2027 კოლექციიდან. თუმცა მთავარი ყურადღება არა კაბამ, არამედ მსახიობის უჩვეულო ფეხსაცმელმა მიიპყრო.

The Dog Stars premiere chanel margaret qualley The Dog Stars premiere chanel margaret qualley

Chanel-ის ე.წ. barefoot sandals მხოლოდ ტყავის ქუსლის ნაწილისა და თხელი თასმებისგან შედგება, ტერფის ძირი და თითები კი სრულიად ღია რჩება. ეს მოდელი Blazy-მ პირველად 2026 წლის აპრილში, Resort 2027 კოლექციის ჩვენებაზე წარადგინა და მაშინვე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად აქსესუარად იქცა.

2025 წლის კანის კინოფესტივალზე, ფილმ „Honey Don’t!“-ის პრემიერისთვის, მარგარეტ ქუალიმ Chanel-ის 1990 წლის კოლექციით შთაგონებული კაბა მოირგო.

Honey Don Chanel-ის 1990 premiere margaret qualley

ღია ვარდისფერმა აბრეშუმის კაბამ, გულის ფორმის დეკოლტეთი და ცენტრში განთავსებული ბაფთით, რომელსაც ყვავილის დეტალი ამშვენებდა, საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო.

2025 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე მარგარეტმა კლასიკურ სტილს მიანიჭა უპირატესობა. შავი ხავერდის, მოკლესახელოებიან უზურგო კაბას Chanel-ის თეთრი ოქროსა და ბრილიანტის სამკაულები ამშვენებდა.

oscar 2025 chanel margaret qualley oscar 2025 chanel margaret qualley

ამავე წელს ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ქუალიმ სადა და ელეგანტური ლუქი შეარჩია. მან თეთრი, ნაქარგებით გაფორმებული აბრეშუმის კაბა მოირგო, რომელსაც შავი მბზინავი ბაფთა-ქამარი ამშვენებდა. კაბა 7 000-ზე მეტ დეტალს აერთიანებდა და მის შექმნას 400 საათზე მეტი დასჭირდა. Chanel-ის საიუველირო კოლექციიდან კი ქუალიმ 18-კარატიანი ოქროსა და ბრილიანტების თმის სამაგრი შეარჩია.

golden globe chanel margaret qualley

ფილმის „How to Make a Killing“ პრემიერაზე მარგარეტ ქუალის ეცვა მძივებით გაფორმებული, ზურგამოჭრილი კაბა ომბრეს ეფექტით Chanel-ის 2026 წლის Métiers d’Art კოლექციიდან.

chanel pf26 How to Make a Killing margaret chanel premiere

ზევით