მარკ ჯეიკობსი ყოველთვის სოციუმის დაწესებული ნორმებისა თუ შეხედულებების წინააღმდეგ მიდის. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა არასოდეს მიუნიჭებია ეტიკეტისთვის, სანაცვლოდ კი მუდამ მზად იყო რისკისთვის, რათა შეექმნა ისეთი კოლექციები, რაც გამოხატავდა თავისუფლებასა და არჩევანის შესაძლებლობას. დღეს დიზაინერი საკუთარი წესებით თამაშობს, საკუთარ კოლექციებს მაშინ წარადგენს, როცა თავად მოისურვებს. მარკ ჯეიკობსმა საკუთარი იმპერია იმ იდეაზე ააგო, რომ ამბოხი, თუმცა ირონიით, ერთადერთი კოდექსია, რაც ადამიანს რეალურად სჭირდება.
დიზაინერმა კვლავ მოახერხა ნიუ-იორკის საკმაოდ პრეტენზიული საზოგადოების აღფრთოვანება. მარკ ჯეიკობსმა მოდის კვირეულის გახსნაზე ისეთი კოლექცია წარადგინა, რომ სხვა დიზაინერების ჩვენებები სრულიად გადაფარა და ერთგვარი მანიფესტიც შექმნა. ჯეიკობსმა მოგვიწოდა, რომ ამ აბსოლუტურ სიბნელეში გამბედაობა გვეპოვა.
„ძვირფასი თავისუფლების დამსახურებაა რომ შეგვიძლია ოცნება და ფანტაზია შეზღუდვის გარეშე“
ჩვენებაზე სტუმრებს შორის, რომელიც ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, გამოირჩეოდნენ Real Housewives-ის მონაწილეები, სოფია კოპოლა, ანა სუი და სხვები. შოუზე სკამები მხოლოდ ერთ რიგზე იყო განლაგებული, რომელზეც ჩვენების აღწერილობა იყო განთავსებული. პირველივე გვერდი კი იწყებოდა სიტყვით „გამბედაობა“. ჯეიკობსის მიმართვა მოიცავდა მთავარ გზავნილს: „ძვირფასი თავისუფლების დამსახურებაა რომ შეგვიძლია ოცნება და ფანტაზია შეზღუდვის გარეშე“. ეს სიტყვები ძლიერი გზავნილია, განსაკუთრებით იმ დროს, როცა გარშემო სამყარო თითქოს ფეხებს ქვეშ გვეცლება და ჩვენი უფლებები კალმის სწრაფი მოსმით იშლება. რა თქმა უნდა მოდის ერთი ჩვენება ვერ შეცვლის იმ კატასტროფულ ცვლილებებს, რომელიც სავარაუდოდ წინ გველის და მათ შორის ამერიკას, მაგრამ ეს მარკ ჯეიკობსის ერთგვარი მოწოდება იყო მოქმედებებისკენ.
როდესაც მოდელები ბიბლიოთეკის დერეფანში გამოჩნდნენ – იმ ადგილას, რომელიც დაფუძნებულია იდეაზე, რომ შემოქმედებით გამოხატვას შეუძლია შეცვალოს აზრები და მთლიანი ცივილიზაციებიც კი – ჯეიკობსის ჩანაფიქრი მაშინვე ცხადი გახდა. პირველი ლუქი მაღალწელიანი, მოცულობითი შარვალი იყო, რომელსაც ასეთივე გაბერილი, გრძელმკლავიანი პერანგი კრემისფერ-ყვითელ ტონში ეხამებოდა, ხოლო ფეხსაცმელი – გადაჭარბებულად დიდი წვეტით იყო წარმოდგენილი. ლუქი თითქოს ყვიროდა: „გზიდან გამომეცალეთ!“.
ყოველი მომდევნო მოდელი თითქოს პროპორციებში იზრდებოდა. ფინალისთვის ჯეიკობსმა შექმნა გამორჩეული, მოცულობითი საღამოს კაბები, რომლებიც 1950-60-იანი წლების სილუეტებს ეხმიანებოდა, თუმცა კიდევ უფრო გაბერილი ფორმებით. თითქოს მან ნიუ-იორკის ბიბლიოთეკაში ალტერნატიული სამყარო წარადგინა.
ეს კოლექცია, ჯეიკობსის, როგორც დიზაინერის, მთავარ მისიას ასახავს. ის სრულად ეხმიანება დიზაინერის პირად ისტორიასა და დიზაინერულ ხედვას. ჯეიკობსისთვის თავდაჯერებულობა და რისკი ყოველთვის ძირითადი ფასეულობებია. იგი განაგრძობს მოდის გამოწვევას და საზოგადოებას კონფორმიზმისგან გათავისუფლებისკენ, ჩარჩოების გარღვევისა და თვითგამოხატვისკენ მოუწოდებს. ეს, თავის მხრივ, ჩვენც გვიბიძგებს შიშის დაძლევისკენ – როგორც სამოსში, ისე ცხოვრებაში.
ზაფხული ახლოვდება და ყველა იმაზე ვფიქრობთ, სად გავექცეთ ქალაქის სიცხეს და სწრაფ რიტმს. The Diary–ს Cover Story–ში სწორედ ასეთ განტვირთვაზე, ქალაქგარეთ გასვლასა და დასვენებაზე ვსაუბრობთ. ჩვენი მთავარი გმირები კი მოდელი ანნა შელია და ყოფილი მორაგბე ლაშა ლომიძე არიან.
ლენი კრავიცის პარიზული რეზიდენცია Hotel de Roxy ფრანგული არქიტექტურის, პირადი ისტორიებისა და მუსიკალური მემკვიდრეობის ერთგვარი სინთეზია. 1920-იან წლებში აგებული ვილა დღეს უკვე ლენის ხელწერით გაფორმებული სივრცეა, სადაც იხილავთ ხელოვნების ნიმუშებს, ოჯახურ რელიქვიებსა და მუსიკოსის გრემის ჯილდოებს. სახლი, რომელიც ლენიმ დედამისს მიუძღვნა, სიმბოლურად როქსის ოცნების ასრულებად იქცა.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.