ჯეიკობ ელორდი: ჯენზის მეფე
Euphoria-მ მას ფართო აუდიტორიას გააცნო, მაგრამ დღეს ჯეიკობ ელორდი უკვე იმ მსახიობთა რიგშია, ვინც თანამედროვე ჰოლივუდის მიმართულებას განსაზღვრავს.
საქართველოში ხელნაკეთი სამოსის მნიშვნელობაზე აგებული ტენდენცია ფეხს უფრო და უფრო აქტიურად იკიდებს. მსგავსი დატვირთვის ბრენდებს შორისაა „ლილიენი“, თბილისში დაფუძნებული ბრენდი, რომელიც ქალის სილამაზეს, თავდაჯერებულობასა და ელეგანტურობას კოლექციებად აქცევს.
„ლილიენის“ ყოველი ნივთი ქართულ ატელიეში იქმნება. ბრენდის ფილოსოფია კი ეფუძნება იმ რწმენას, რომ მოდა კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული ფორმაა, რომელშიც სილამაზე და კრეატიულობა ერთიანდება.
Lilien-ის თითოეული ნივთის ისტორია ხელით დახატული ესკიზით იწყება და ზუსტად შერჩეული ქსოვილებითა და მკერავების ოსტატობით იქცევა რეალობად. ეს გზა – ფანქრის პირველი ხაზიდან ბოლო ნაკერამდე – ბრენდისთვის ნამდვილი შემოქმედებითი პროცესია.
![]() |
![]() |
ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს როგორც გამოსასვლელ, ისე ყოველდღიურ ტანსაცმელს: დახვეწილ კაბებს, ორეულებს, პალტოებს, პიჯაკებსა და ბლუზებს. სამოსის შერჩევა შოურუმშია შესაძლებელი, სურვილის შემთხვევაში კი, ატელიეში „ლილიენის“ დიზაინის მიხედვით მომხმარებელზე მორგებული მოდელებიც იკერება.

„ლილიენი“ იმ ქალებისთვისაა, რომლებიც აფასებენ ელეგანტურობასა და ხელოვნებას, რაც ყოველი დიზაინისთვის შერჩეულ ქსოვილსა და ფორმაში იკვეთება. დღეს Lilien ცნობილია როგორც ქართული ბრენდი, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებთან.