ჰონგ-კონგმა ერთი დღის წინ, Louis Vuitton-სა და ფარელ უილიამსს, Tsim Sha Tsui-ზე გაშლილი ხელებით უმასპინძლა. ფრანგულმა მოდის სახლმა, მეგაპოლისში მამაკაცის ხაზი პირველად წარადგინა და დებიუტისთვის შედეგმა, მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ამას დაემატა ისიც, რომ ფარელ უილიამსს, Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის ახალ კრეატიულ დირექტორს, შესაძლებლობა მიეცა საკუთარი ხედვა მაქსიმალურად გამოევლინა და მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.
ვირჯინია ბიჩზე დაბადებულმა დიზაინერმა, მშობლიური ქალაქისგან აღებული შთაგონება Louis Vuitton Men’s Pre-Fall 2024 კოლექციაში ჩააქსოვა. ფარელი არსებითად დაეყრდნო ვირჯინიის სანაპირო ელემენტებს. მაგრამ, მასზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა ჰონგ-კონგელი ბიზნესმენების ჩაცმის სტილმაც.
კოლექციაში წარმოდგენილი იყო დიდი ზომის ტყავის ჩანთები სამოგზაუროდ და ბერეტები, რომლებიც Louis Vuitton-ის პარიზულ ფესვებს უსვამდა ხაზს. მედიასთან საუბრისას ფარელმა თქვა, რომ კოლექციის შექმნისას, მან ძირითადი აქცენტი ორ არქეტიპზე გააკეთა, ესენი გახლდათ მეზღვაურის არქეტიპი და დენდი შვებულებაში. პირველ შემთხვევაში, დიზაინერმა, სხვადასხვა ფერის კოსტიუმები წარადგინა, მეორე არქეტიპისთვის კი ფარელი პრინტებზე, ნახატებზე და მხიარულ დეტალებზე ფოკუსირდა.
კრეატიული ხელმძღვანელის როლში რიგით მეორე ჩვენებისთვის, ფარელ უილიამსმა ჰონგ-კონგში ბიონსე, ჯეი-ზი, რიანა და სხვა ცნობილი სახეებიც ჩაიყვანა. ჩვენებამ ისეთივე პომპეზურობით ჩაიარა, როგორც ეს ეკლექტიკურ მეგაპოლისს, სახელგანთქმულ მოდის სახლსა და ფარელის წრეს შეეფერება.
დღეს, ჩვენი რედაქცია შემოდგომის ლუქების შთაგონებას გთავაზობთ. ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დროა, გარდამავალი სეზონის ლუქებზე ფიქრიც დავიწყოთ. სეზონის სტილის განუყოფელი ნაწილი კი კაბისა და ჩექმების მარტივი და ელეგანტური კომბინაციაა.
მოდის ისტორიაში არმანის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის იმ დიზაინერთა შორისაა, რომლებმაც ეპოქის მიმართულება შეცვალეს. ჯორჯო არმანიმ მამაკაცის კოსტუმს ახალი სახე მისცა, ქალთა მოდაში კი თავდაჯერებული და ელეგანტური სტილი დაამკვიდრა. არმანის სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია როგორც მოდის, ისე კულტურის ისტორიაში.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.