ლუი ვიტონის 2026 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება საფრანგეთის ქალაქ ავინიონში, ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლში – პაპის სასახლეში გაიმართა. ეს ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს სასახლედ ითვლება. 1309–1377 წლებში სწორედ აქ მდებარეობდა რომის პაპების რეზიდენცია.
ნიკოლა ჟესკიერმა ეს სივრცე მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის არ შეარჩია – სასახლის არქიტექტურა ბუნებრივად ეხმიანებოდა როგორც კოლექციის სტრუქტურას, ისე მის კონცეპტუალურ ჩარჩოს. ბოლო წლებში თვალსაჩინოა ტენდენცია, როცა დიზაინერები განგებ ირჩევენ ისტორიულ ადგილებს, რათა მოდის ჩვენებას დროითი განზომილება და კულტურული კონტექსტი შემატონ.
საღამოს შუქზე, როცა მზის სხივები ქვის თაღებს უკან ნელა ქრებოდნენ, პოდიუმზე თანმიმდევრობით გამოჩნდნენ Louis Vuitton-ის კრუიზ კოლექციის სილუეტები – პლისე ქსოვილები, ბრჭყვიალა დეტალები, მბზინავი გლადიატორის სტილის ფეხსაცმელები და ჯაჭვის სტრუქტურის მქონე ტექსტურები.
ლუი ვიტონის ჩვენებაზე მატილდა გვარლიანიც გამოჩნდა. ქართველი მოდელი, რომელიც დღეს უკვე არაერთი გავლენიანი მოდის სახლის ყურადღების ცენტრშია.
ჩვენებას ავინიონში საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონიც დაესწრო, რომელიც მუქი ლურჯი კოსტიუმით წარსდგა. ფრანგული კინოს ლეგენდა კატრინ დენევი შავი ტყავის პალტოთი იყო წარმოდგენილი. ქეით ბლანშეტმა კი თეთრი აბრეშუმის ბლუზა ტყავის შარვალს შეუხამა.
ბრენდის ელჩმა, ემა სტოუნმა, ყვავილოვანი პრინტით გაფორმებული Louis Vuitton-ის ჰაეროვანი კაბა მოირგო, ხოლო ალისია ვიკანდერი ჩვენებაზე შავი ველვეტის მინი კაბით გამოჩნდა, რომელსაც წითელი ბაფთა ამშვენებდა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სოფი ტერნერის გამოჩენამ. მსახიობს ეცვა მუქი ლურჯი კოსტიუმი ძვირფასი ქვების პრინტით.
დღეს, ჩვენი რედაქცია შემოდგომის ლუქების შთაგონებას გთავაზობთ. ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დროა, გარდამავალი სეზონის ლუქებზე ფიქრიც დავიწყოთ. სეზონის სტილის განუყოფელი ნაწილი კი კაბისა და ჩექმების მარტივი და ელეგანტური კომბინაციაა.
მოდის ისტორიაში არმანის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის იმ დიზაინერთა შორისაა, რომლებმაც ეპოქის მიმართულება შეცვალეს. ჯორჯო არმანიმ მამაკაცის კოსტუმს ახალი სახე მისცა, ქალთა მოდაში კი თავდაჯერებული და ელეგანტური სტილი დაამკვიდრა. არმანის სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია როგორც მოდის, ისე კულტურის ისტორიაში.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.