#მოდა

გრძელი შორტები – ზაფხულის მთავარი ტრენდი

გაზიარება:

შორტები საზაფხულო გარდერობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ყოველი სეზონი მას ახალი, აქტუალური სილუეტით გვიბრუნებს. ამჯერად ყურადღების ცენტრში გრძელი შორტებია.

TheDiary გთავაზობთ გრძელი შორტებით შექმნილ საზაფხულო ლუქებს, როგორც ოფისისთვის შედარებით დახვეწილი კომბინაციებს, ასევე სანაპიროსთვის უფრო თავისუფალ და ლაღ ვარიანტებს.

სტილი: ქალაქური/საოფისე

გრძელი შორტები პიჯაკთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული საზაფხულო კომბინაციაა. სწორად შერჩეული შორტისა და პიჯაკის ტანდემი ოფისისთვისაც შესაფერისია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას სადა ტოპს ან მაისურს და მინიმალისტურ აქსესუარებს შეუხამებთ. შედეგად მიიღებთ ლუქს, რომელიც დღის განმავლობაში საქმიან გარემოსაც უხდება, საღამოს კი ქალაქში მეგობრებთან შეხვედრისთვისაც ისეთივე ბუნებრივია.

სტილი: ფრანგული რიევიერა

თუ საზაფხულო არდადეგები ჯერ წინ გაქვთ და მათ სანაპიროზე გატარებას გეგმავთ, ეს ფერთა კომბინაცია იდეალური არჩევანია. გრძელ შორტებს შეუხამეთ სპორტული ფეხსაცმელი ან სანდლები და მინიმალისტური საზაფხულო აქსესუარები. შედეგად მიიღებთ ლუქს, რომელიც ერთნაირად კარგად ერგება როგორც სანაპიროს, ისე ქალაქს.

ბელა ჰადიდი გრძელი შორტები ჯასტინ ბიბერი

სტილი: ჯინსის გრძელი შორტები

ჯინსის გრძელი შორტები ყოველდღიური ქალაქური სტილისთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა. თავისუფალი სილუეტის შორტები შეგიძლიათ შეუხამოთ მინიმალისტურ ზედას, სადა აქსესუარებს და ფერად სპორტულ ფეხსაცმელს. უფრო საზაფხულო ვერსიისთვის კი სანდლები ან ფლიპ-ფლოპებიც საკმარისია.

ბელა ჰადიდი

სტილი: ექსპერიმენტალური

გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხული თბილისში ჯერ ბოლომდე არ დამდგარა და ამინდი ზოგჯერ უფრო სკანდინავიურ ქალაქებს გვახსენებს, თრენჩი სეზონისთვის საკმაოდ პრაქტიკული არჩევანია. გრძელი შორტებისა და თრენჩის კომბინაცია ლუქს უფრო გამორჩეულ ხასიათს აძლევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ნეიტრალურ ფერებში, ქამრით, ფართოფარფლებიანი ქუდით ან საინტერესო ფეხსაცმლით დააბალანსებთ. თუ გსურთ საზაფხულო სტილი, რომელიც სტანდარტულ ფორმულებს არ იმეორებს, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია – დანარჩენი კი ექსპერიმენტებისთვის დატოვეთ.

გრძელი შორტები

ზევით